ფრანჩესკო ტოტი: ან დირექტორი, ან აგენტი, ან ისევ ფეხბურთელი ვიქნები

AutoSharing Option
იტალიურ მედიაში ფრანჩესკო ტოტის ბლიც-ინტერვიუ გამოქვეყნდა. "რომას" 40 წლის ლეგენდამ საინტერესო კითხვებს მოკლე პასუხები გასცა და დროა, სიტყვა მას გადავცეთ:

- რას გააკეთებთ ერთი წლის შემდეგ?
- ან "რომას" დირექტორი ვიქნები, ან სააფეხბურთო აგენტი, ან ფეხბურთელი.

- დატოვებს ლუჩანო სპალეტი "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტს?
- არ ვიცი, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს, მას გავუხანგრძლივებდი ხელშეკრულებას.

- ანუ, კმაყოფილი ხართ მწვრთნელის მუშაობით...
- კი, ასეა და ვფიქრობ, რომ სპალეტი "რომას" მომავალია.

- არადა, სპალეტისთან კონფლიქტი გქონდათ...
- იყო გაუგებრობა, რომელიც წარსულს
ჩაბარდა.

- სპალეტის ადგილზე, ტოტის მეტ სათამაშო დროს მისცემდით?
- კი, ასეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპალეტი ცუდი მწვრთნელია.

- ჯერ კიდევ თამაშობთ ფეხბურთს და რა მიზანი გაქვთ დასახული?
- "რომასთან" ერთად სკუდეტოს მოპოვება.

- როგორ ფიქრობთ, ეს რეალურია?
- მიმდინარე სეზონში, ნაკლებად და თუ კიდევ ერთი წელი დავრჩი, ეს უკვე სხვა საქმეა.

- რაზე გწყდებათ ყველაზე მეტად გული?
- "რომასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგე და ეს ნამდვილად დასანანია.

- ჩემპიონთა ლიგის მოგება სხვა გუნდის შემადგენლობაში უფრო შეგეძლოთ...
- კი, ასეა, მაგრამ ჩემთვის ტიტულები არასდროს ყოფილა მთავარი და შესაბამისად, მთელი კარიერა "რომაში" გავატარე.

- ვინ იყო თქვენი საუკეთესო პარტნიორი შეტევაში?
- ვინჩენცო მონტელა, გაბრიელ ბატისტუტა და ანტონიო კასანო.

- რომელი მცველის წინააღმდეგ გიჭირდათ თამაში?
- პაოლო მალდინი, ჯორჯო კიელინი და ხავიერ ძანეტი.

- რატომ დაასრულეთ სანაკრებო კარიერა 2006 წლის მუნდიალის შემდეგ?
- მინდოდა ნაკრებიდან ტრიუმფით წავსულიყავი და მთელი ენერგია კლუბისთვის დამეხარჯა.

- როგორი იყო 2006 წლის 9 ივლისის საღამო?
- დაუჯერებელი, წარმოუდგენელი.

- იფიქრებდით ბავშვობაში, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდით?
- ბავშვობიდან მაქსიმალისტი ვიყავი და მქონდა ასეთი ოცნება, რომელიც საბედნიეროდ ამიხდა.

- ვინ იქნება "რომას" კაპიტანი თქვენს შემდეგ?
- დანიელე დე როსი.

- დე როსიც ვეტერანია და მას შემდეგ?
- ალბათ, ალესანდრო ფლორენცი, რომელიც დიდი შესაძლებლობების ფეხბურთელია და იმედია, მთელ კარიერას "რომაში" გაატარებს.

- ერთი ფეხბურთელი, რომელსაც "რომაში" დაიმატებდით?
- მესი ან ნეიმარი, რომელიც ლიონელზე უფრო ახალგაზრდაა.

- ხედავთ თქვენს შემცვლელს "რომაში"?
- არაა საჭირო ჩემი შეცვლა. მთავარია, გუნდი გაძლიერდეს და გულშემატკივრები ტიტულებით გაახაროს.

დოსიე
ფრანჩესკო ტოტი
დაიბადა: 1976 წ. რომი
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი, ფორვარდი
კარიერა: 1992 წლიდან - რომა
მატჩი/გოლი: 612 თამაში, 250 გოლი
საკლუბო ტიტული: სკუდეტო (2001), კოპა (2007), (2008), სუპერკოპა (2001), (2007)
სანაკრებო ტიტული: მსოფლიოს ჩემპიონი (2006)
იტალიის ნაკრები: 58 თამაში, 9 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უბერებელია ეს კაცი რომას ისტორია შექმნა ამან
Beka Londaridze
22:29 29-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული