მილანური საგა გრძელდება: ჩინელებმა ერთი თვე ითხოვეს

AutoSharing Option
"მილანში" გარდამავალი ეტაპი უსაშველოდ გაიწელა და გულშემატკივრები კვლავაც გაურკვევლობაში არიან.

წესით, 3 მარტს კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი ჩინური კონსორციუმის ხელში უნდა გადასულიყო, მაგრამ "სინო ეუროპას" რამდენიმე ინვესტორი გამოაკლდა, კონსორციუმი ფინანსურად დასუსტდა და სილვიო ბერლუსკონის კომპანიისთვის გადასარიცხ 320 მილიონ ევროს ვერ მოუყარა თავი. შედეგად, პროცესი გაჭიანურდა და დღეს უკვე რთულია იმაზე ლაპარაკი, თუ რა მოხდება მომავალში.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ყველაფერი უახლოეს ერთ თვეში გაირკვევა - თუ აზიელებმა საკმარისი თანხა ვერ შეაგროვეს, მაშინ მოლაპარაკება ჩაიშლება და "სინო ეუროპა" უკან მოითხოვს "ფინივესტისთვის"
უკვე გადახდილ 200 მილიონ ევროს. ასეთ შემთხვევაში, საინტერესოა, თუ რა პოზიციას დაიკავებს სილვიო ბერლუსკონი, რომელსაც დიდი ალბათობით, ამ თანხის ნაწილი უკვე დახარჯული აქვს. არაა გამორიცხული, რომ "ფინინვესტმა" თანხის დაბრუნებაზე უარი თქვას და პროცესი სამართლებრივ დავაში გადაიზარდოს.

თავად ბერლუსკონი სიმშვიდეს ინარჩუნებს და შემდეგ კომენტარს აკეთებს: "სანერვიულო არაფერია და ნუ შემოვკრავთ განგაშის ზარებს. ჩინელებმა გვთხოვეს, რომ ცოტა კიდევ დავაცადოთ და ჩვენ ამაში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავთ.

არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კლუბს გავყიდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავრწმუნდები, რომ ახალი მფლობელის ხელში გუნდი ძველ დიდებას დაიბრუნებს. ჩემთვის კლუბის გასხვისება მტკივნეული პროცესია, მაგრამ ვხვდები, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია. ჩემთვის "მილანი" არასდროს ყოფილა ბიზნესი, ის იყო და რჩება ჩემს დიდ სიყვარულად. ამიტომ ყველა გადაწყვეტილება კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული