სერია A. XXVII ტური: "ნაპოლიმ" "ოლიმპიკოზე" იყოჩაღა [VIDEO]

AutoSharing Option
4 მარტს იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის 3 შეხვედრა გაიმართა.

"ოლიმპიკოზე" ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. დრის მერტენსმა, სანამ ტრავმას მიიღებდა ორი გოლი გაუტანა "რომას", რომელმაც "ნაპოლის" მხოლოდ კევინ სტროტმანის გოლით უპასუხა - 1:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შედეგად, "ნაპოლი" მეორე ადგილზე მყოფ "რომას" უკვე მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო "იუვენტუსს" თავისი ისედაც დიდი უპირატესობის გაზრდა 10 ქულამდე შეუძლია, თუკი "უდინეზეს" აჯობებს.

გენუაში "სამპდორიამ" ზდენეკ ზემანის "პესკარას" 3:1 მოუგო.

"მილანმა" შინ 3:1 მოუგო "კიევოს", დუბლი შეასრულა კარლოს ბაკამ. კოლუმბიელს მეტიც შეეძლო, მაგრამ პირველ
ტაიმში პენალტი ვერ გამოიყენა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 4 მარტი
რომა-ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 მერტენსი (26), 0:2 მერტენსი (50), 1:2 სტოტმანი (89)

სამპდორია-პესკარა 3:1
გოლები: 1:0 ფერნანდესი (18), 1:1 სერი (32), 2:1 კვალიარელა (58), 3:1 შიკი (68)

მილანი-კიევო 3:1
გოლები: 1:0 ბაკა (24), 1:1 დე გუზმანი (43-პენ), 2:1 ბაკა (70), 3:1 ლაპადულა (82-პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ბაკა (45. მილანი)

კვირა. 5 მარტი
ატალანტა-ფიორენტინა 15:30
ემპოლი-ჯენოა 18:00
კალიარი-ინტერი 18:00
უდინეზე-იუვენტუსი 18:00
ტორინო-პალერმო 18:00
კროტონე-სასუოლო 18:00
ბოლონია-ლაციო 23:45

1. იუვენტუსი - 66 ქულა; 2. რომა - 59; 3. ნაპოლი - 57; 4. ატალანტა - 51; 5. ლაციო - 50.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული