იტალიის თასი. 1/2-ფინალი. I მატჩი: რომაული დერბი "ლაციომ" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის 1/2-ფინალში "ლაციოსა" და "რომას" პირველი დაპირისპირება გაიმართა. რომაულ დერბიში გამარჯვება სიმონე ინძაგის გაწვრთნილ "ლაციოს" დარჩა - 2:0

1-ელ მარტს "ოლიმპიკოზე" გამართულ მატჩში ანგარიში 29-ე წუთზე სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა გახსნა, 78-ეზე კი ჩირო იმობილემ გაიტანა.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება ამავე მოედანზე 5 აპრილს შედგება.

შეგახსენებთ, ფინალის მეორე საგზურისთვის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" იბრძვიან, ამ წყვილში პირველი დაპირისპირება კი ტურინელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული