მასიმილიანო ალეგრი: ჩემსა და ბონუჩის შორის კონფლიქტი ამოწურულია

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც მასიმილიანო ალეგრისა და ლეონარდო ბონუჩის შორის სიტყვიერი შელაპარაკება ზედ მოედნის კიდესთან მოხდა, ათასობით გულშემატკივრის თვალწინ, მწვრთნელმა ფეხბურთელის დასჯა გადაწყვიტა და ის რამდენიმე დღით მთავარი გუნდიდან მოკვეთა. ამის გამო ბონუჩიმ ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩი გამოტოვა, რომელიც "იუვემ" "პორტუსთან" გამართა და ორი უპასუხო გოლით მოიგო.

სერია A-ს გასულ ტურში "იუვემ" "ემპოლის" უმასპინძლა, ბონუჩი კი უკვე ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ. ანუ კონფლიქტი ამოიწურა, რაზეც ალეგრის სიტყვები მეტყველებს:

"შელაპარაკება და კონფლიქტი საფეხბურთო სამყაროშიც ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ზოგადად ცხოვრებაში. ეს ინციდენტი რომ
გასახდელში მომხდარიყო, ვერც ვერავინ გაიგებდა, მაგრამ ლეონარდომ თავი ვერ შეიკავა და მთელი მსოფლიოს დასანახად მეკამათა. არის მომენტები, როდესაც მწვრთნელმა თვალი უნდა დახუჭოს და ისე მოიქცეს, ვითომც არაფერი მომხდარა, მაგრამ ამ შემთხვევაში რეაგირება საჭირო იყო.

ამიტომ ბონუჩის მნიშვნელოვანი მატჩის გამოტოვება მოუხდა პორტუგალიაში. ჩემთვის არ იყო მარტივი, უარი მეთქვა საუკეთესო მცველზე, მაგრამ რეაგირება აუცილებელი იყო. მთავარია, რომ თავად ბონუჩიმ ვითარება მალევე გააანალიზა და ადეკვატურად მოიქცა, რამაც ყველაფერი დაალაგა. ლეომ "ემპოლისთან" ითამაშა, ბრწყინვალედ გაისარჯა და თემა დახურულია.

ბოლო დროს მომრავლებული კონფლიქტები? - იყო რამდენიმე ინციდენტი, მაგრამ პირადად ჩემთვის, ეს უკვე წარსულია. "იუვენტუსი" ერთ მუშტად შეკრული გუნდია, ეს კი წარმატების მისაღწევად აუცილებელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული