სერია A. XXVI ტური: "იუვენტუსმა" მჭედლიძის გარეშე დარჩენილი "ემპოლი" დაამარცხა

AutoSharing Option
25 თებერვალს იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

"ნაპოლიმ" მოულოდნელად შინ 0:2 წააგო "ატალანტასთან", რომელიც მეორე ტაიმში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელის, ფრანკ კესის გარეშე დარჩა (გააძევეს). ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა მატია კალდარამ.

ტურინში "იუვენტუსმა" 2:0 მოუგო "ემპოლის", ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, ჯერ სტუმრებმა ავტოგოლი მიითვალეს, შემდეგ კი თავი ალექს სანდრომ გამოიჩინა.

ლევან მჭედლიძეს ამ შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია.

შაბათი. 25 თებერვალი
ნაპოლი-ატალანტა 0:2
გოლები: 0:1 კალდარა (28), 0:2 კალდარა (70)
გაძევება: კესი (67. ატალანტა)

იუვენტუსი-ემპოლი 2:0
გოლები: 1:0
სკორუპსკი (52 ს. კ.), 2:0 ალექს სანდრო (65)

კვირა. 26 თებერვალი
პალერმო-სამპდორია 15:30
ჯენოა-ბოლონია 18:00
კროტონე-კალიარი 18:00
სასუოლო-მილანი 18:00
კიევო-პესკარა 18:00
ლაციო-უდინეზე 18:00
ინტერი-რომა 23:45

ორშაბათი. 27 თებერვალი
ფიორენტინა-ტორინო 23:45

1. იუვენტუსი - 66 ქულა; 2. რომა - 55; 3. ნაპოლი - 54; ატალანტა - 51; 5. ინტერი - 48.
მკითხველის კომენტარები / 1 /
და პირველი გოლი ალვეშმა რო გაიტანა სად დაინახე იქ ავტოგოლი მაინტერესებს? :))))
0

სიახლეები პოპულარული