სერია A. XXV ტური: ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "ლაციომ" დაამარცხა

AutoSharing Option
18 თებერვალს იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ბერგამოში "ატალანტამ" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "კროტონე" და მეოთხე ადგილზე გადავიდა.

ლევან მჭედლიძის გარეშე მოთამაშე "ემპოლი" შინ 1:2 დამარცხდა "ლაციოსთან". სიმონე ინძაგის გუნდმა 68-ე წუთზე ჩირო იმობილეს წყალობით გაათანაბრა, ხოლო მე-80 წუთზე ბალდე კეიტამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

"ლაციო" მეხუთე ადგილზეა, ხოლო მილანური კლუბები, რომლებიც დღეს ითამაშებენ, ხუთეულს მიღმა არიან.

შაბათი. 18 თებერვალი
ატალანტა-კროტონე 1:0
გოლი: 1:0 კონტი (48)

ემპოლი-ლაციო 1:2
გოლები: 1:0 კრუნიჩი (67), 1:1 იმობილე (68), 1:2 ბ. კეიტა (80)

პარასკევი. 17
თებერვალი
იუვენტუსი-პალერმო 4:1

კვირა. 19 თებერვალი
ბოლონია-ინტერი 15:30
სამპდორია-კალიარი 18:00
პესკარა-ჯენოა 18:00
კიევო-ნაპოლი 18:00
უდინეზე-სასუოლო 18:00
რომა-ტორინო 21:00
მილანი-ფიორენტინა 23:45

1. იუვენტუსი - 63 ქულა; 2. რომა - 53; 3. ნაპოლი - 51; 4. ატალანტა - 48; 5. ლაციო - 47.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული