სერია A. XXII ტური: "ინტერი" გაფრინდა [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, "ინტერმა" ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო ჩემპიონატში. სტეფანო პიოლის გუნდმა "პესკარას" უმასპინძლა და ბუნებრივია, რომ ფავორიტად ითვლებოდა.

მილანელებმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს და გადაწყვიტეს კიდეც მატჩის ბედი. 23-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც დანილო დ'ამბროზიომ მეტოქის საჯარიმოში შეირბინა და ჩაწოდების შემდეგ ბურთი ბადეში გაახვია. ტაიმის მიწურულს, ჟოაო მარიოს დარტყმულმა უწია მიზანს, პორტუგალიელმა მიჯრით მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი. მეორე ნახევრის შუაწელს, მარტინს ედერმაც იხეირა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

"ინტერმა" უპრობლემოდ მოიგო მატჩი, მორიგი სამი ქულა ჩაიწერა
აქტივში და განაგრძობს ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. მატჩის შემდეგ სტეფანო პიოლიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"მნიშვნელოვანი მოგებაა, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ლიდერთა სამეულს. თუმცა, ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია და არ გვაქვს კმაყოფილების საბაბი. ჯერ არ ვართ სატურნირო ცხრილში იმ პოზიციაზე, რომელიც ჩვენს გულშემატკივარს გაახარებს. გუნდში უძლიერესი ფეხბურთელები მყავს, მათ კიდევ უფრო მეტი შეუძლიათ და ამაში ერთად დავრწმუნდებით".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"იუვენტუსი" "სასუოლოს" ესტუმრა და თავის სტილში, მშვიდად და აუღელვებლად სძლია მეტოქეს. ტურინელებმა ორი უპასუხო გოლი შეაგდეს და კიდევ უფრო განიმტკიცეს ლიდერობა. "იუვემ" ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა და მოამთავრა კიდეც საქმე. ანგარიში გონსალო იგუაინმა გახსნა, მეორე გოლი კი სამი ხედირას ანგარიშზეა. ტურინელები ფლობდნენ უპირატესობას და კიდევ შეეძლოთ გატანა. "რომას" უხეირო თამაშის ფონზე, "იუვეს" გამარჯვებას დიდი ფასი დაედო - ლიდერმა უახლოეს მდევართან სხვაობა გაზარდა, ეს კი კიდევ ერთი ნაბიჯია სკუდეტომდე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვეკია სენიორამ" "რომას" 4 ქულით გაუსწრო და ერთი მატჩი თადარიგში აქვს. შესაბამისად, დიდი შანსია, ტურინელებმა რომაელებთან 7-ქულიანი ფორა შეიქმნან, ეს კი ბევრია.

"იუვენტუსის" და "ინტერის" წისქვილზე დაასხა წყალი სხვა იტალიური გრანდების მარცხმა. "რომა" გენუაში ჩავიდა და "სამპდორიას" ვერაფერი მოუხერხა. ლუჩანო სპალეტის შეგირდები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, უქულოდ დარჩნენ. მოკლედ, "ჯალოროსის" ისევ სტაბილურობა აკლია, ქულებს ფლანგავს, ასე კი სკუდეტოს ვერ მოიპოვებ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლაციომ" "კიევოს" უმასპინძლა და მოულოდნელი მარცხი იწვნია. რომაელები მთელი მატჩის განმავლობაში უტევდნენ მეტოქეს, ბოლოს დიდი ძალებით წავიდნენ წინ და აქეთ გაუშვეს გოლი. "კიევომ" სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, "ლაციომ" კი ევროსაგზურისკენ მიმავალი გზა გაიმრუდა.

"მილანს" ჩავარდნა აქვს - ვინჩენცო მონტელას გუნდმა ჯერ "ტორინოს" ვერ მოუგო, შემდეგ "ნაპოლისთან" დამარცხდა, შემდეგ იტალიის თასზე "იუვენტუსთან" წააგო და ამჯერად, უკვე "უდინეზესთან" მოეცარა ხელი. "როსონერი" ჯაკომო ბონავენტურას გოლით იგებდა, მაგრამ შემდეგ ორი გაუშვა და შინ უქულოდ დაბრუნდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXII ტური
ლაციო-კიევო 0:1
გოლი: 0:1 ინგლეზე (90)
ლაციო (4-3-3): სტრაკოშა - ბასტა (83. ლომბარდი), დე ვრი, ჰოედტი, რადუ (76. ლუის ალბერტო) - პაროლო, ბილია, სავიჩი - ლულიჩი, ანდერსონი, ჯორჯევიჩი (76. როსი)
კიევო (4-3-2-1): სორენტინო - კაჩატორე, სპოილ (79. დაინელი), გამბერინი, გობი - ჰეტემაი, რადოვანოვიჩი, ბასტიენი (80. რიგონი) - ბირსა, დე გუზმანი (64. იძო) - ინგლეზე
მაყურებელი: 20 000

ინტერი-პესკარა 3:0
გოლები: 1:0 დამბროზიო (23), 2:0 ჟოაო Mარიო (43), 3:0 ედერი (73)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო (85. სანტონი), მედელი, მირანდა, ნაგატომო - ბროზოვიჩი, გალიარდინი - კანდრევა (76. გაბრიელი), ჟოაო მარიო, პერიშიჩი (71. ედერი) - იკარდი
პესკარა (4-3-3): ბიძარი - ძამპანო, სტენდარდო (54. კრეშენცი), კოდა, ბირაგი - ბრუნო, ბენალი, მემუშა - კასტანოსი (82. კუბასი), ვერე, ბაჰებეკი (75. ჩერი)
მაყურებელი: 45 000

ტორინო-ატალანტა 1:1
გოლები: 1:0 იაგო (16), 1:1 პეტანია (66)
ტორინო (4-3-3): ჰარტი - დე სილვესტრი, როსეტინი, მორეტი, ბარეკა - ბენასი, ვალდიფიორი (73. იტურბე), ობი (30. ბაზელი) - ლიაიჩი, იაგო, ბელოტი
ატალანტა (3-4-2-1): ბერიშა - კალდარა, ზუკანოვიჩი, ტოლოი - კონტი, გრასი (46. კესიე), ფრეულერი, სპინაცოლა - კურტიჩი, გომესი (85. დალესანდრო) - პეტუნია (87. პესიჩი)
მაყურებელი: 20 000

კალიარი-ბოლონია 1:1
გოლები: 0:1 დესტრო (64), 1:1 ბორიელო (90)
კალიარი (4-3-1-2): რაფაელი - პიზაკანე, ჩეპიტელი (78. მიანგუე), ალვეში, კაპუანო - ისლა, პანაიოტისი, დესენა (86. სალამონი) - დი ჯენარო - საუ, ბორიელო
ბოლონია (4-3-3): მირანტე - კრაფტი, ოიკონომუ, მაიეტა, მაზინა - დონსა, პულგარი, ნაგი (72. ვივიანი) - კრეიჩი, დი ფრანჩესკო (62. ვერდი), დესტრო (88. ტოროსიდისი)
გაძევება: ვივიანი (88. ბოლონია), კრაფტი (90. ბოლონია).
მაყურებელი: 12 000

კროტონე-ემპოლი 4:1
გოლები: 1:0 სტოიანი (24), 1:1 მჭედლიძე (39), 2:1 ფალჩინელი (56), 3:1 ფალჩინელი (90-პენ.), 4:1 ფალჩინელი (90)
კროტონე (4-4-2): კორდაცი - როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა - როდენი, კრიზეტიგი, ბარბერისი (72. კაპეცი), სტოიანი (90. ნალინი) - ფალჩინელი, პალადინო (77. ტროტა)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ვესელი, ბელუში, კოსტა, დი მარკო - კრუნიჩი, ელ ჰაჯი, კროჩე - პუჩარელი (86. ზაიჩი) - მარილუნგო (59. მაკარონე), მჭედლიძე (79. ტიამი)
მაყურებელი: 5 000

ფიორენტინა-ჯენოა 3:3
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (17), 2:0 კიეზა (50), 2:1 სიმეონე (57), 2:2 ჰილემარკი (59), 3:2 კალინიჩი (62), 3:3 სიმეონე (86-პენ.)
ფიორენტინა (3-4-2-1): სპორტიელო - სანჩესი, დე მაიო, ასტორი - კიეზა (87. ტელიო), ვესინო, ბადელი (60. ბერნარდესკი), ოლივერა - ილიჩიჩი (71. კრისტოფორო), ბორხა ვალერო - კალინიჩი
ჯენოა (3-4-1-2): ლამანა - მუნიოსი, ბურდისო, ორბანი - ლაზოვიჩი, იძო, კოფიე (32. ტაარაბტი), ლაქსალტი - ჰილემარკი (79. ნიჩამი) - სომეონე, პინილია (52. პანდევი)
გაძევება: ბერნარდესკი (85. ფიორენტინა)
მაყურებელი: 28 000

სამპდორია-რომა 3:2
გოლები: 0:1 პერესი (5), 1:1 პრაეტი (21), 1:2 ჯეკო (66), 2:2 შჩიკი (71), 3:2 მურიელი (73)
სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - ბერეჟინსკი, სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი - ბარეტო, ტორეირა, პრაეტი (62. ლინეტი) - ფერნანდესი (71. შჩიკი) - მურიელი (84. ჯურიჩიჩი), კვალიარელა
რომა (3-4-2-1): სჩესნი - რუდიგერი, ფაციო, ვერმაელენი (87. პარედესი) - პერესი (78. ელ შაარავი), დე როსი (78. ტოტი), სტროტმანი, ემერსონი - ნაინგოლანი, პეროტი - ჯეკო
მაყურებელი: 25 000

სასუოლო-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 იგუაინი (0), 0:2 ხედირა (25)
სასუოლო (4-2-3-1): კონსილი - ანტეი, კანავარო, აჩერბი, პელუზო - მაციტელი (59. დუნკანი), აკვილანი - ბერარდი, პელეგრინი (59. დეფრელი), პოლიტანო - მატრი (75. რაგუზა)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, სანდრო - ხედირა, პიანიჩი - კუადრადო (83. რინკონი), დიბალა (77. პიაცა), მანჯუკიჩი - იგუაინი
მაყურებელი: 18 000

უდინეზე-მილანი 2:1
გოლები: 0:1 ბონავენტურა (8), 1:1 ტერო (31), 2:1 დე პაული (73)
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ფარაონი (30. ანჯელა), დანილო, ფელიპე, სამირი - ფოფანა (72. ალი ადნანი), ალფრედსონი, იანკტო - დე პაული (90. ერტო), ტერო, საპატა
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო (74. ვაჯონი) - კუცკა, ლოკატელი, პასალიჩი - სუსო, ბონავენტურა (27. დეულოფეუ), ბაკა (70. ლაპადულა)
მაყურებელი: 20 000

ნაპოლი-პალერმო 1:1
გოლები: 0:1 ნესტეროვსკი (6), 1:1 მერტენსი (66)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, მაკსიმოვიჩი, ალბიოლი, გულამი - ალანი (54. ზელინსკი), ჟორჟინიო (63. პავოლეტი), ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე, მერტენსი
პალერმო (4-3-3): პოსავეცი - რისპოლი, გოლდანიგა, გონსალესი, პეცელა - ენრიკე, მატო, ჩოჩევი - ტრაიკოვსკი (60. ალესაამი), კუაიზონი (88. მორგანელა), ნესტეროვსკი (90. სუნიჩი)
გაძევება: გოლდანიგა (90. პალერმო)
მაყურებელი: 40 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 15 - მაურო იკარდი (ინტერი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ედინ ჯეკო (რომა); 14 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 13 - დრის მერტენსი (ნაპოლი).

გამოტოვებული მატჩი
1-ლი თებერვალი:
პესკარა-ფიორენტინა.

მომდევნო ტური
4 თებერვალი:
ბოლონია-ნაპოლი;

5 თებერვალი:
მილანი-სამპდორია, ატალანტა-კალიარი, პესკარა-ლაციო, ჯენოა-სასუოლო, ემპოლი-ტორინო, კიევო-უდინეზე, პალერმო-კროტონე, იუვენტუსი-ინტერი;

7 თებერვალი:
რომა-ფიორენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
shemdegtamashs gatexavs interi.es vitom solidarobaa?igivemoxda rahbshic,espanetis orivedivizionshi da saprangetshic..etyoba micemis kviraiyo
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული