სერია A. XXI ტური: "ნაპოლიმ" "სან სიროზე" იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
21 იანვარს იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

"ფიორენტინამ" სტუმრად 3:0 გაანადგურა "კიევო". გოლები კრისტიან ტელიომ, ჰუმა ბაბაქარმა და ფედერიკო კიეზამ გაიტანეს.

"ნაპოლი" "მილანს" ესტუმრა და 2:1 მოუგო. პირველ ათ წუთში სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს, თავი ლორენცო ინსინიემ და ხოსე კალეხონმა გამოიჩინეს. 37-ე წუთზე იურაი კუცკამ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა. ამ მოგებით "ნაპოლი", "რომას" ქულებით გაუთანაბრდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 21 იანვარი
კიევო-ფიორენტინა 0:3
გოლები: 0:1 ტელიო (18), 0:2 ბაბაქარი (52-პენ), 0:3 კიეზა (94)

მილანი-ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 ინსინიე (6), 0:2
კალეხონი (9), 1:2 კუცკა (37)

კვირა. 22 იანვარი
იუვენტუსი-ლაციო 15:30
ჯენოა-კროტონე 18:00
პალერმო-ინტერი 18:00
პესკარა-სასუოლო 18:00
ბოლონია-ტორინო 18:00
ემპოლი-უდინეზე 18:00
ატალანტა-სამპდორია 21:00
რომა-კალიარი 23:45

1. იუვენტუსი - 45 ქულა; 2. რომა - 44; 3. ნაპოლი - 44; 4. ლაციო - 40; 5. მილანი - 37.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული