რანიერი, ბერლუსკონი და სხვები დიდების დარბაზში შეიყვანეს

AutoSharing Option
ფედერკალჩო ყოველწლიურად ასახელებს იმ ადამიანებს, რომლებიც იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრები ხდებიან.

ტრადიციულად, იმართება დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც დაფასებული მწვრთნელები, ფეხბურთელები და საფეხბურთო მოღვაწეები ესწრებიან. 2016 წელს ეს პატივი კიდევ 9 პერსონას ერგო.

ყურადღების ცენტრში იყო კლაუდიო რანიერი, რომლის "ლესტერი" პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა. რანიერის ეს პატივი იტალიური ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ერგო. ასევე, დააჯილდოვეს ჯუზეპე ბერგომი (იტალიელი ფეხბურთელი), სილვიო ბერლუსკონი (იტალიელი ფუნქციონერი), გრაციანო ჩეზარე (იტალიელი არბიტრი), პაოლო როსი (იტალიელი ფეხბურთელი), მელანია გაბიადინი (იტალიელი ქალი ფეხბურთელი).

ასევე - უკვე გარდაცვლილი ღვაწლმოსილი პირები იტალიურ ფეხბურთში
შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის: ნილს ლინდჰოლმი ("მილანის" ლეგენდარული ფეხბურთელი), ჯულიო კამპანანტი (არბიტრი) და ჩეზარე მალდინი ("მილანის" და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ასევე მწვრთნელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული