შარჟები ტურინის "იუვენტუსის" ახალ ლოგოტიპზე [PHOTO]

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" გუნდის ახალი ლოგოტიპი წარმოადგინა.

"დაახლოებით ერთი წელი დავხარჯეთ იმაზე, რომ გაგვერკვია, რა სურდა ბაზარს და ასევე, მომავლისთვის გავითვალისწინეთ. ახალი ლოგოტიპი - ცხოვრებისეული გზის სიმბოლოა", - განაცხადა ტურინული კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ.

Sportall.Ge

მან ასევე დაამატა, რომ ახალ ემბლემას 2017 წლის ივლისიდან გამოიყენებენ.

ლოგოტიპში სამი კონცეფციაა წარმოდგენილი. პირველი: "იუვენტუსის" ტრადიციული შავ-თეთრი ხაზები. მეორე: ასო J, კლუბის სახელწოდების პირველი ასო იტალიურ ენაზე - Juventus. მესამე: სიმბოლო, რომელიც კლუბის მტკიცებით, შეიძლება ემბლემაში დაინახო - ჩემპიონობისკენ ლტოლვა და გამარჯვების მიზანი.

თუმცა ახალი ემბლემა
მაინცდამაინც ყველას არ მოეწონება, ხოლო უფრო კრიტიკულად განწყობილებმა შარჟების გაკეთებაც კი დაიწყეს.

წარმოგიდგენთ სოციალური ქსელების რეაქციას "იუვენტუსის" ახალ ლოგოტიპზე.
იხილეთ ფოტოები
Sportall.Ge