იტალიის ჩემპიონატის კალენდარი შესაძლოა ინგლისურ მოდელზე გადავიდეს

AutoSharing Option
"ლეგა კალჩო", რომელიც სერია A-ს უწევს ორგანიზებას, აქტიურად მუშაობს პროექტზე, რომლის მიხედვითაც, იტალიის ჩემპიონატის კალენდარი ინგლისურ მოდელზე გადავა და მატჩები ახალი წლის დღეებშიც გაიმართება.

ამ სეზონში ეს პრაქტიკა სერია B-ში დაინერგა და როგორც გამოჩნდა, ამან 6%-ით გაზარდა მაყურებელთა რაოდენობა სტადიონებზე. ანუ შიში იმისა, რომ დღესასწაულებზე გულშემატკივრები ფეხბურთისთვის ვერ მოიცლიდნენ, არ გამართლდა და პირიქით, მატჩებზე დასწრება გაიზარდა.

აპრილში "ლეგა კალჩოს" საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელზეც ამ საკითხსაც განიხილავენ და დიდი შანსია, იტალია ინგლისურ მოდელზე გადავიდეს. ხსენებულ სხდომაზე კიდევ ბევრი საინტერესო საკითხი განიხილება,
მათ შორის, ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის შემცირება, ლეგიონერებზე ლიმიტის დაწესება და ა.შ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული