მაურიციო სარი: თასის მოგებისთვის ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი ნეაპოლში გაიმართა, სადაც "ნაპოლიმ" "სპეციას" უმასპინძლა, მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მაურიციო სარიმ სერია B-ს გუნდს გადახალისებული შემადგენლობა დაუპირისპირა, თუმცა უპრობლემოდ მოიგო, 3:1.

ნეაპოლელთა რიგებში გოლები ზელინსკიმ, ჯაკერინიმ და გაბიადინიმ გაიტანეს. მეოთხედფინალში "ნაპოლი" "ფიორენტინასა" და "კიევოს" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. "სპეციასთან" მოგების შემდეგ მაურიციო სარიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩი "რეალთან", ისე იტალიის თასზე "სპეციასთან" დაპირისპირება. "ნაპოლი" არაა განებივრებული ტიტულებით და ამიტომ ჩვენთვის ყველა ტურნირი პრიორიტეტულია. იტალიის თასის მოგებისთვის
ვიბრძოლებთ, "სპეციასთან" გამარჯვება კი ამ გზაზე ერთი ნაბიჯი იყო. კმაყოფილი დავრჩი იმ ფეხბურთელთა ასპარეზობით, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აკლიათ. თითოეული მათგანი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული