პრემიერლიგა. XX ტური: "ჩელსის" მოგებათა 13-მატჩიანი სერია დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 იანვარს ინგლისური პრემიერლიგის XX ტურის ბოლო მატჩი გაიმართა.

ლონდონურ დერბიში "ტოტენჰემმა" "ჩელსის" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "ჩელსიმ" მოგებათა 13-მატჩიანი სერია დაასრულა. ზუსტად ამდენი გამარჯვება ჰქონდა "ჩელსის" პრემიერლიგაში, თუმცა დელი ალის დუბლით "არისტოკრატების" სერია შეწყდა.

ამ მარცხის შემდეგ "ჩელსი" კვლავ პირველ ადგილზე რჩება. "ლურჯებს" 20 ტურის შემდეგ 49 ქულა აქვთ და მეორეადგილოსან "ლივერპულს" 5 ქულით უსწრებენ. ხოლო "ტოტენჰემს" 42 ქულა გაუხდა და მე-3-მე-4 ადგილებს "სიტისთან" ერთად იყოფს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული