პრემიერლიგა. XIV ტური: "ჩელსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
3 დეკემბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ეს "ჩელსის" ზედიზედ მერვე გამარჯვებაა პრემიერლიგაში.

ტაიმის მიწურულს ხუსუს ნავასის ჩაწოდებული ცუდად მოიგერია გარი კეჰილმა და საკუთარი კარი დალაშქრა. მე-60 წუთზე დიეგო კოშტამ 40-მეტრიანი პასი მიიღო, გაცდა ოტამენდის და ანგარიში გაათანაბრა.

70-ე წუთზე ვილიანი მეკარესთან პირისპირ გავიდა და "ჩელსი" დააწინაურა, ბოლო წუთზე კი ედენ აზარმა კონტრშეტევაზე დაიჭირა "სიტი".

მატჩის ბოლოს სერხიო აგუერომ მეტისმეტად იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო, მსაჯმა მას
თანაგუნდელი ფერნანდინიოც მიაყოლა, რომელმაც "ჩელსის" ფეხბურთელებთან იჩხუბა. შესაძლოა, არგენტინელს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "ჩემი აზრით, აგუეროს უხეშად წინასწარ განზრახვით არ უთამაშია დავიდ ლუისის წინააღმდეგ, ლუისი ვარდებოდა და სერხიო მას შემთხვევით შეეხო. ფერნანდინიო კი თავის თანაგუნდელებს იცავდა".

ანტონიო კონტე (ჩელსი): "დღევანდელი მატჩი ძალიან რთული გამოდგა. მატჩის ბედი ბოლო წუთამდე არ იყო გადაწყვეტილი. ორივე გუნდს გოლის გატანის ბევრი მომენტი ჰქონდა. ჩემ გუნდს მებრძოლი ხასიათი აქვს და ეს მომავალი ზრდის ნიშანია. ჩვენ კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაოთ. სესკმა კარგად ითამაშა, დიეგო კოშტამ კი შეძლო თავისი ენერგიის სწორი მიმართულებით მართვა".

მეორე ადგილზე "არსენალია", რომელმაც ლონდონის დერბიში 5:1 გაანადგურა "ვესტ ჰემი". მეთოფეთა რიგებში ჰეთ თრიკი შეასრულა ალექსის სანჩესმა, თითო გოლი გაიტანეს მესუთ იოზილმა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა. "ვესტ ჰემის" ერთადერთი გოლი ენდი ქეროლის ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ტოტენჰემმა" 5 უპასუხო გოლი გაუტანა "სუონსი", ვიხილეთ ორი დუბლი ჰარი კეინისა და კრისტიან ერიქსენის შესრულებით, ერთხელაც თავი კორეელმა სონმა გამოიჩინა.

შაბათი. 3 დეკემბერი
სიტი-ჩელსი 1:3
გოლები: 1:0 კეჰილი (45 ს. კ.), 1:1 დ. კოშტა (60), 1:2 ვილიანი (70), 1:3 აზარი (90)
გაძევება: აგუერო (96. სიტი), ფერნანდინიო (97. სიტი)

კრ. პალასი-საუთჰემპტონი 3:0
გოლები: 1:0 ბენტეკე (33), 2:0 ტომკინსი (36), 3:0 ბენტეკე (85)

სტოკი-ბარნლი 2:0
გოლები: 1:0 უოლტერსი (20), 2:0 მუნიესა (35)

სანდერლენდი-ლესტერი 2:1
გოლები: 1:0 ჰუთი (64 ს. კ.), 2:0 დეფო (77), 2:1 ოკაზაკი (80)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტოტენჰემი-სუონსი 5:0
გოლები: 1:0 კეინი (39-პენ), 2:0 სონი (45), 3:0 კეინი (49), 4:0 ერიქსენი (70), 5:0 ერიქსენი (92)

ვესტ ბრომვიჩი-უოტფორდი 3:1
გოლები: 1:0 ევანსი (16), 2:0 ბრანტი (34), 2:1 კაბასელე (60), 3:1 ფილიპსი (91)
გაძევება: რ. პერეირა (84. უოტფორდი)

ვესტ ჰემი-არსენალი 1:5
გოლები: 0:1 იოზილი (24), 0:2 ა. სანჩესი (72), 0:3 ა. სანჩესი (80), 1:3 ქეროლი (83), 1:4 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (84), 1:5 ა. სანჩესი (86)

კვირა. 4 დეკემბერი
ბორნმუთი-ლივერპული 17:30
ევერტონი-მანჩესტერი 20:00

ორშაბათი. 5 დეკემბერი
მიდლსბრო-ჰალი 00:00

1. ჩელსი - 34 ქულა; 2. არსენალი - 31; 3. ლივერპული - 30; 4. სიტი - 30; 5. ტოტენჰემი - 27.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული