პრემიერლიგა. X ტური: თავში ისევ "სიტი", "არსენალი" და "ლივერპულია" [VIDEO]

AutoSharing Option
29 ოქტომბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

"ტოტენჰემმა" ინგლისს ჩემპიონ "ლესტერს" უმასპინძლა და ვერ მოუგო - 1:1. "დეზები" ტაიმის მიწურულს ვინსენტ იანსენის პენალტით დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში აჰმედ მუსამ "მელიებს" ქულა გადაურჩინა.

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "იმედგაცრუებული ვარ შედეგის გამო, ჩვენ ვდომინირებდით და უნდა მოგვეგო. ძალიან დასანანი გოლი გავუშვით. ისე კი, "ტოტენჰემი" ჩემპიონატში ჯერაც ძლიერი და დაუმარცხებელია".

"არსენალმა" სტუმრად იოლად დაამარცხა აუტსაიდერი "სანდერლენდი". ალექსის სანჩესმა და ოლივიე ჟირუმ დუბლების შესრულება შეძლეს. მასპინძელთა გოლის ავტორი კი ჯერმეინ დეფოა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არსენ ვენგერი
(არსენალი): "როცა მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა, ეს იყო ჩვენი ფეხბურთელების უდიდესი ფსიქოლოგიური გამოცდა. იმდენი მომენტი გავუშვით ხელიდან, რომ შემეშინდა, საერთოდ არ წაგვეგო. მაგრამ ფეხბურთელებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. დღეს ქულების დაკარგვა ჩვენ დონეს არ ეკადრებოდა".

ხოსეპ გვარდიოლას "სიტიმ", როგორც იქნა, მოიგო, ლიდერმა 4 უპასუხო გოლი გაუტანა სტუმრად "ვესტ ბრომვიჩს". სერხიო აგუერომ და ილქაი გიუნდოგანმა დუბლები შეასრულეს. გერმანელის ანგარიშზე ერთი საგოლე პასიცაა.
"იუნაიტედი" შინ ვერ გაუმკლავდა "ბარნლის" - 0:0. მატჩში მასპინძელთა ფეხბურთელი ანდერ ერერა და მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გააძევეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლივერპულმა" სტუმრად 4:2 მოუგო "კრისტალ პალასს" და 23 ქულით ლიდერთა სამეულშია ("სიტისთან" და "არსენალთან" ერთად). სტუმართა რიგებში გოლები გაიტანეს ემრე ჯანმა, დეიან ლოვრენმა, ჟოელ მატიპმა და რობერტო ფირმინომ. დუბლი შეასრულა ლონდონელმა ჯეიმს მაკარტურმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სანდერლენდი-არსენალი 1:4
გოლები: 0:1 ა. სანჩესი (19), 1:1 დეფო (65-პენ), 1:2 ჟირუ (71), 1:3 ჟირუ (76), 1:4 ა. სანჩესი (78)

მანჩესტერი-ბარნლი 0:0
გაძევება: ანდერი (68. მანჩესტერი)

მიდლსბრო-ბორნმუთი 2:0
გოლები: 1:0 გ. რამირესი (39), 2:0 დაუნინგი (56)

ტოტენჰემი-ლესტერი 1:1
გოლები: 1:0 იანსენი (44-პენ), 1:1 მუსა (48)

უოტფორდი-ჰალი 1:0
გოლი: 1:0 დოუსონი (82. ს. კ.)

ვესტ ბრომვიჩი-სიტი 0:4
გოლები: 0:1 აგუერო (19), 0:2 აგუერო (28), 0:3 გიუნდოგანი (79), 0:4 გიუნდოგანი (90)

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კრ. პალასი-ლივერპული 2:4
გოლები: 0:1 ჯანი (16), 1:1 მაკარტური (18), 1:2 ლოვრენი (21), 2:2 მაკარტური (33), 2:3 მატიპი (44), 2:4 ფირმინო (71)

კვირა. 30 ოქტომბერი
ევერტონი-ვესტ ჰემი 17:30
საუთჰემპტონი-ჩელსი 20:00

ორშაბათი. 31 ოქტომბერი
სტოკი-სუონსი 00:00

1. სიტი - 23 ქულა; 2. არსენალი - 23; 3. ლივერპული - 23; 4. ტოტენჰემი - 20; 5. ჩელსი - 19.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული