პრემიერლიგა. IX ტური: "ლივერპული" ლიდერ "არსენალს" გაუტოლდა [VIDEO]

AutoSharing Option
22 ოქტომბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურში 8 შეხვედრა გაიმართა.

ინგლისის ჩემპიონმა "ლესტერმა" 3:1 დაამარცხა "კრისტალ პალასი". "ლესტერის" რიგებში პირველი გოლი გაიტანა აჰმედ მუსამ. შემდეგ თავი შინჯი ოკაზაკიმ და კრისტიან ფუხსმა გამოიჩინეს. იოან კაბაის გოლი კი ლონდონელთა რიგებში ოდენ პრესტიჟისა იყო.

ლიდერობისთვის ბრძოლაში "სიტის" ორმა კონკურენტმა ქულები დაკარგა - "ტოტენჰემი" სტუმრად დაუზავდა "ბორნმუთს" 0:0, ხოლო "არსენალი" ამავე ანგარიშით შინ ეთამაშა "მიდლსბროს". ამით არსენ ვენგერის გუნდის 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა ჩემპიონატში.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "მძიმე მატჩი იყო, "ბორნმუთი" ჩვენთან სათამაშოდ
მზად აღმოჩნდა. თუკი ჩემპიონობისთვის ბრძოლა გვინდა, ასეთი ტიპის მატჩები უნდა მოვიგოთ".

არსენ ვენგერი (არსენალი): "ბურთის ფლობა 75% ჩვენსკენ იყო, მაგრამ შეიძლებოდა წაგვეგო. ასეთია თანამედროვე ფეხბურთი. მატჩს მთელი ძალები შევალიეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, გვაკლია კრეატივი მეტოქის კარის სიახლოვეს. პეტრ ჩეხმა კარგად ითამაშა და გვიხსნა მარცხისგან".

"ლივერპულმა" 2:1 დაამარცხა "ვესტ ბრომვიჩი" და ლიდერ "არსენალს" დაეწია. გამარჯვებულთა რიგებში თავი გამოიჩინეს სადიო მანემ და ფილიპე კოუტინიომ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იურგენ კლოპი (ლივერპული): "კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით, რადგან "ვესტ ბრომვიჩი" ძალიან სახიფათო გუნდია. მეტოქე კუთხურების დროს კარგად თამაშობს, ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, თითქოს, 15 კაცით ჩამოდიოდნენ ჩვენს საჯარიმოში".

ბორნმუთი-ტოტენჰემი 0:0

არსენალი-მიდლსბრო 0:0

ბარნლი-ევერტონი 2:1
გოლები: 1:0 ვოუკსი (39), 1:1 ბოლასი (58), 2:1 არფილდი (90)

ჰალი-სტოკი 0:2
გოლები: 0:1 შაკირი (26), 0:2 შაკირი (50)

ლესტერი-კრ. პალასი 3:1
გოლები: 1:0 მუსა (42), 2:0 ოკაზაკი (63), 3:0 ფუხსი (80), 3:1 კაბაი (85)

სუონსი-უოტფორდი 0:0

ვესტ ჰემი-სანდერლენდი 1:0
გოლი: 1:0 რიდი (94)

ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი 2:1
გოლები: 1:0 მანე (20), 2:0 კოუტინიო (35), 2:1 მაკოლი (81)

კვირა. 23 ოქტომბერი
სიტი-საუთჰემპტონი 16:30
ჩელსი-მანჩესტერი 19:00

1. არსენალი - 20 ქულა; 2. ლივერპული - 20; 3. სიტი - 19; 4. ტოტენჰემი - 19; 5. ჩელსი - 16.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული