გერმანიისა და ინგლისის ნაკრებები ამხანაგური მატჩის გამართვაზე შეთანხმდნენ

AutoSharing Option
გერმანიისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები 2017 წლის გაზაფხულზე ამხანაგური მატჩის გამართვაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინგლისის ეროვნული გუნდის პრესსამსახური იუწყება.

შეხვედრა 22 მარტს, დორტმუნდის "სიგნალ იდუნა პარკზე" ჩატარდება და ის ერთგვარად, საპასუხო დაპირისპირება იქნება მიმდინარე წლის 26 მარტს გამართული თამაშის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ მაშინ ინგლისელებმა ბერლინში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს ანგარიშით 3:2 მოუგეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული