პრემიერლიგა. VII ტური: პირველი გაჩერება, "უაით ჰართ ლეინი"!.. [VIDEO]

AutoSharing Option
* "მანჩესტერ სიტიმ" პირველი ქულები დაკარგა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ხოლო პეპ გვარდიოლა მწვრთნელის რანგში პირველად დამარცხდა 2016 წლის მარტის ("ბაიერნი"-"მაინცი" 1:2) შემდეგ...
* "მანჩესტერ იუნაიტედს" 7 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს - სამით ნაკლები, ვიდრე შარშან ამ დროს, ლუი ვან გაალის მწვრთნელობისას...
* "ტოტენჰემს" ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს...

"მანჩესტერ სიტი" "უაით ჰართ ლეინზე" გაჩერდა. ჯერ კიდევ "სელტიკთან" საჩემპიონთალიგო მატჩში გამოჩნდა, რომ პეპ გვარდიოლას დაცვაში რაღაც აერ-დაერია საქმე. "სიტის" ეს პრობლემა "ტოტენჰემმაც" გააშიშვლა და ცოტა მეტად რომ გამართლებოდა, დეზ
ორგანიზებულ მეტოქეს ორ გოლს არ აკმარებდა; აღარაფერს ვამბობთ 11-მეტრიანზე, რომელიც კლაუდიო ბრავომ ერიკ ლამელას აუღო.

მოკლედ, მაურისიო პოჩეტინოს "მამლებმა" ღირსეული, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და აჩვენეს, რომ ამ სეზონშიც ჩემპიონობისთვის აპირებენ ბრძოლას, ხოლო "სიტიმ" აშკარად დაკარგა რიტმი და შედეგად მიიღო პირველი მარცხი, რომელიც "ქალაქელებისთვის" ტრაგედიას არ უნდა ნიშნავდეს.

"ტოტენჰემის" მხრიდან აუცილებლად უნდა გამოვყოთ კორეელი ჰიუნ-მინ სონის არანორმალურად პროდუქტიული გარჯა - დელე ალიმ სწორედ მისი პასით გაიტანა გოლი და ესეც არ იყოს, მთელ რიგ ეპიზოდებშიც გამორჩეული იყო სიმწვავითა და მახვილგონივრული პასებით. სხვათა შორის, "ტოტენჰემის" ბოლო 7 მატჩში მან 8 გოლში დაიდო წილი - 6 გაიტანა, ორშიც ასისტენტობა გასწია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სტოკი" "კერკეტი კაკალი" გამოდგა "იუნაიტედისთვის". ჟოზე მოურინიოს შეცვლამ გაუმართლა - გავიდა თუ არა მოედანზე ანტონი მარსიალი, ორ წუთში ლამაზად "მოჭრა" ბურთი შორეულ კუთხეში და ანგარიში გახსნა.

ამის მერე "მანჩესტერი" შედარებით ფრთხილად ათამაშდა, მაგრამ საპასუხო გოლს მაინც ვერ გადაურჩა. საბედისწერო გამოდგა დავიდ დე ხეას შეცდომა - ესპანელ გოლკიპერს ბურთი ხელიდან გაუვარდა და ჯო ალენმა მოურინიო კვლავ წნეხის ქვეშ დატოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანტონიო კონტე "იუვენტუსში" ნაცად სამმცველიან მოდელს დაუბრუნდა, "ჩელსიმ" კი "ჰალს" სტუმრად მოუგო. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც ამ ცვლილებას უკავშირდება წარუმატებელი სერიის დასასრული - ეს დრომ უნდა აჩვენოს. მანამდე კი შევაქოთ დიეგო კოშტა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
"ლივერპულმა", რომელსაც ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი ადამ ლალანა დაუშავდა (ინგლისის ნაკრების უახლოეს ორ მატჩსაც დააკლდება), ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო, ოღონდ სუონსიდან 3 ქულის წამოღება იურგენ კლოპის ბიჭებს ძალიან დიდ წვალებად დაუჯდათ. უელსელთა თავკაცი ფრანჩესკო გვიდოლინი დიდი წნეხის ქვეშაა. ის ყოველი მატჩის შემდეგ ელოდება მოხსნას... ამ დროს კი ფეხბურთელები თავდადებით იცავენ მწვრთნელის სავარძელს, ყველაფერს დებენ თამაშში, მაგრამ... ჯერჯერობით, არაფერი გამოდის.

თუმცა ისიცაა, რომ ბოლო ორ მატჩში "სუონსის" მეტოქეებად ჰყავდა ჯერ "მანჩესტერ სიტი", ხოლო შემდეგ - "ლივერპული". დაგვეთანხმებით, ასეთ გუნდებს, მწირი რესურსის პირობებში, მარტო თავდადების ხარჯზე ვერ მოუგებ.

"ჩემი მომავალი? ნამდვილად არაფერი ვიცი, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. მე ვხედავ, რომ ფეხბურთელები ყველანაირად გვერდში მიდგანან, ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩემი მოვალეობაა, გუნდი ყოველი მატჩისთვის სათანადოდ მოვამზადო, დანარჩენი კი ხელმძღვანელობის შესაფასებელია", - თქვა გვიდოლინმა.

კლოპი უკმაყოფილო დარჩა პირველი ტაიმით: "ჩვენ თავიდანვე სტატისტის როლში ვიყავით და ეს მეტოქეს ძალიან უადვილებდა საქმეს. მეორე ნახევარში კი ყველაფერი რადიკალურად შევცვალეთ და გამარჯვებაც დავიმსახურეთ. მილნერი? თუ სეზონის ბოლოსთვის ის "ლივერპულის" ბომბარდირი იქნება, თუნდაც ყველა გოლი პენალტით ჰქონდეს გატანილი, პრობლემა არ მექნება", - თქვა კლოპმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ორი ბელგიელის გოლი და ზავი "გუდისონ პარკზე" - ასეთი შეიძლება იყოს მოკლე რეზიუმე პარასკევის მატჩისა, რომელშიც ის გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს, ბოლო ხანს ფორმა რომ აკრიფეს და თამაშს თამაშზე იგებდნენ.

თავიდან "ევერტონი" გაიჭრა წინ რომელუ ლუკაკუს ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით, შესვენების შემდეგ კი მალე მეორე ბელგიელმა - კრისტიან ბენტეკემ დასცხო ბურთს თავური და წონასწორობა აღადგინა.

ვერ ვიტყვით, რომ "კანფეტებს" დიდი უპირატესობა ჰქონდათ. როგორც კი ანგარიში გახსნეს, რონალდ კუმანის ბიჭებმა ნაწილობრივ დათმეს სივრცეები, მაგრამ არა ისე, რომ "არწივებისთვის" ფრთების ფართოდ გაშლის საშუალება მიეცათ.

საბოლოო ჯამში, შედეგი ლოგიკურია და ეს ორივე მწვრთნელმა აღიარა, თუმცა სტუმართა თავკაც ალან პარდიუს გულში ხინჯად მაინც დარჩა გოლი, რომელიც არ ჩაითვალა. ამ ეპიზოდს კამათიც მოჰყვა. ვიდეოგამეორებისას ჩანდა, რომ დემიენ დელენი, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი "ევერტონის" კარში აღმოჩნდა, თამაშგარეში არ ყოფილა. აქ ერთადერთი არგუმენტი შეიძლება იყოს "კრისტალ პალასის" ნახევარმცველ ჯეიმს მაკარტურის პოზიცია - დარტყმის მომენტში ის, თითქოსდა, მხედველობით არეალს უზღუდავდა მეკარე მაარტენ სტეკელენბურგს.

* * *
შეცვლაზე შესული პატრიკ ვან აანჰოლტის გვიანი გოლით "სანდერლენდმა" წაგებათა სერია შეწყვიტა, თუმცა ბოლო ადგილზე დარჩა. საშინაო ფრე ვერ გაამაგრებს დევიდ მოიესის მორყეულ სკამს.

"უოტფორდი" საკუთარ "ვიკარიჯ როუდზე" ორჯერ აგებდა "ბორნმუთთან", მაგრამ ორივეჯერ გამოძვრა რთული მდგომარეობიდან. ამასთან, ვალტერ მაძარის (შაბათს 55 წლის გახდა) გუნდს გვარიანადაც გაუმართლა, როცა მეორე ტაიმში ბურთი სამჯერ მოხვდა მასპინძელთა კარის ძელს.

წარუმატებელი სერიების შემდეგ "ვესტ ჰემი" და "მიდლსბრო" ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე დაზავდნენ. საოცარი გოლი გაიტანა დიმიტრი პაიემ - "ჩაქუჩების" ფრანგმა შემტევმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და ჯერ ერთი მეურვე გააცურა, მერე საჯარიმოში შევარდა და მთელი დაცვა ააწიოკა, ბოლოს კი საპირისპირო მიმართულებით დაბალ კუთხეში შეაგორა ბურთი.

კვირას "ლესტერმა" და "საუთჰემპტონმა" უგოლოდ ითამაშეს არასანახაობრივ მატჩში, რომელშიც სტუმარი უფრო ახლოს იყო გამარჯვებასთან. მარტო ის მომენტი რად ღირს, ჩარლი ოსტინის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს რომ მოხვდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტურის ბოლო მატჩში "არსენალმა" მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე გაუტანა გამარჯვების გოლი "ბარნლის", თუმცა... არბიტრს სტუმრების ეს გოლი აუცილებლად უნდა გაეუქმებინა. საქმე ისაა, რომ ბურთი კარში ლორან კოსიელნის ხელიდან გავიდა, რაც ყველა რაკურსით გამეორებისას აშკარად გამოჩნდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პრემიერლიგა. VII ტური
ევერტონი-კრ. პალასი 1:1
გოლები: 1:0 ლუკაკუ (35), 1:1 კ. ბენტეკე (50)
ევერტონი (4-3-3): სტეკელენბურგი - კოულმენი, იაგიელკა, ე. უილიამსი, ოვიედო (81. მორი) - გუეიე, ბერი, ქლევერლი - ბარკლი (77. მირალასი), ბოლასი, ლუკაკუ.
კრ. პალასი (4-2-3-1): მანდანდა - ჯ. უარდი, ტომკინსი, დელენი, კელი - მაკარტური (79. კაბაი), ლედლი - თაუნსენდი (90. ლი), პუნჩეონი, ზაჰა - კ. ბენტეკე.
გაფრთხილება: 5-4; კუთხური: 10-9; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-10 (3-2); ბურთის ფლობა: 57%-43%; მაყურებელი: 38 758

სუონსი-ლივერპული 1:2
გოლები: 1:0 ფერი (8), 1:1 ფირმინო (54), 1:2 მილნერი (84-პენ)
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - რანხელი, ვან დერ ჰოორნი, ამატი, ნაფტონი - ფერი (72. ფულტონი), ბრაიტონი (63. კი), კორკი - რუტლიჯი (62. ბეროუ), სიგურდსონი, ბორხა.
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი - ჰენდერსონი, ვინალდუმი (85. ჩანი), ლალანა (23. სტარიჯი) - მანე, კოუტინიო, ფირმინო (85. ორიგი).
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 3-10; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8-18 (3-6); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 20 862

ჰალი-ჩელსი 0:2
გოლები: 0:1 ვილიანი (61), 0:2 დიეგო კოშტა (67)
ჰალი (4-5-1): მარშალი - მეილერი, ლივერმორი, კ. დევისი, რობერტსონი - სნოდგრასი, ჰენრიკსენი (72. ა. ერნანდესი), კლუკასი (81. ჰადლსტოუნი), მეისონი, დიომანდი (63. მელოუნი) - მბოკანი.
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი (85. პედრო), მატიჩი, კანტე, ალონსო - ვილიანი (89. ჩალობა), აზარი (81. ოსკარი), დიეგო კოშტა.
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 5-7; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 8-22 (3-9); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 21 257

სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი 1:1
გოლები: 0:1 ჩადლი (35), 1:1 ვან აანჰოლტი (83)
სანდერლენდი (4-1-4-1): პიკფორდი - მანკილიო, ლ. კონე, ოში, დენაიერი - კირხჰოფი (56. ვან აანჰოლტი) - უოტმორი, ნდონგი, მაკნეირი (72. როდუელი), ხაზრი (90. გუჩი) - დეფო.
ვესტ ბრომვიჩი (4-4-1-1): ბ. ფოსტერი - დოუსონი, მაკოული, ევანსი, ნიომი - ფილიპსი, დ. ფლეტჩერი, იაკობი, მაკკლინი (73. გარდნერი) - ჩადლი (90. მორისონი) - რონდონი (90. რობსონ-კანუ).
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 6-5; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7-17 (2-7); ბურთის ფლობა: 56%-44%; მაყურებელი: 40 043

უოტფორდი-ბორნმუთი 2:2
გოლები: 0:1 უილსონი (31), 1:1 დინი (50), 1:2 კინგი (62), 2:2 საჩისი (65)
უოტფორდი (4-4-2): გომეში - ჰოლებასი, პრიოდლი, ქაბული, სუნიგა - ამრაბატი, ბეჰრამი, კაპუ (79. გედიურა), პერეირა - იგალო (58. საჩისი), დინი.
ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი - სმიტი, ფრენსისი, კუკი, დენიელსი - სორმენი, არტერი - სტანისლასი, უილშირი (74. გოსლინგი), იბე (62. კინგი) - უილსონი (90. აფობე).
გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 17-11 (7-2); ბურთის ფლობა: 49%-51%; მაყურებელი: 20 575

ვესტ ჰემი-მიდლსბრო 1:1
გოლები: 0:1 სტუანი (51), 1:1 პაიე (57)
ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი - ბაირემი (7. არბელოა), კოლინზი, რიდი, ოგბონა - ნოუბლი (73. ლანძინი), ობიანგი, კუიატე - ტორე (46. ძაძა), პაიე, ანტონიო.
მიდლსბრო (4-2-3-1): ვალდესი - ბარაგანი, ჩემბერსი, გიბსონი, ფრენდი - დე როონი, ფორშოუ - სტუანი, დაუნინგი, ფიშერი (59. რამირესი) - როუდსი (68. ნეგრედო).
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 19-9 (2-3); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 56 945

მანჩესტერი-სტოკი 1:1
გოლები: 1:0 მარსიალი (69), 1:1 ალენი (82)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ა. ვალენსია, ბაილი, სმოლინგი, ბლინდი - ერერა (84. დეპაი), პოგბა - ლინგაარდი (67. მარსიალი), მატა (67. რუნი), რაშფორდი - იბრაჰიმოვიჩი.
სტოკი (4-3-3): გრანტი - ჯონსონი, შოუკროსი, მარტინს ინდი, პიტერსი - ქემერონი, უელანი, ალენი - შაქირი (90. ბერდსლი), არნაუტოვიჩი (77. უოლტერსი), ბონი (77. კრაუჩი).
გაფრთხილება: 3-0; კუთხური: 13-2; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 24-7 (9-6); ბურთის ფლობა: 67%-33%; მაყურებელი: 75 251

ლესტერი-საუთჰემპტონი 0:0
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - მაჰრეზი, ემეტრი, დრინკუოტერი, ოლბრაიტონი (66. დ. გრეი) - სლიმანი (78. ულოა), ვარდი (66. ოკაზაკი).
საუთჰემპტონი (4-1-2-1-2): ფ. ფოსტერი - სედრიკი (27. მარტინა), ჟოზე ფონტე, ვან დიიკი, ბერტრანდი - რომეუ - ჰოიბერგი, ს. დევისი - ტადიჩი (71. ლონგი) - ოსტინი (83. უარდ-პროუსი), რედმონდი.
გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 3-6; ჯარიმა: 9-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9-11 (1-5); ბურთის ფლობა: 38%-62%; მაყურებელი: 31 563

ტოტენჰემი-სიტი 2:0
გოლები: 1:0 კოლაროვი (9-ს. კ.), 2:0 ალი (37)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერ-პიტერსი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - სისოკო (72. დაიერი), ვანიამა - ერიქსენი, ლამელა, ალი (86. ნკუდუ) - სონი (90. იანსენი).
სიტი (4-3-3): ბრავო - საბალეტა, სტოუნზი, ოტამენდი, კოლაროვი - ფერნანდინიო, დავიდ სილვა, ფერნანდო (53. გიუნდოგანი) - ნავასი (65. იჰეანაჩო), სტერლინგი (87. სანე), აგუერო.
გამოუყენებელი პენალტი: ლამელა (65. ტოტენჰემი)
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 20-10; თამაშგარე: 8-5; კარში დარტყმა: 13-12 (7-6); ბურთის ფლობა: 42%-58%; მაყურებელი: 31 793

ბარნლი-არსენალი 0:1
გოლი: 0:1 კოსიელნი (90+3)
ბარნლი (4-5-1): ჰეტონი - ლოუტონი, მ. კინი, მი, უარდი - გუდმუნდსონი, ჰენდრიკი, მერნი, დეფური (62. არფილდი), ბოიდი - უოკსი.
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - კასორლა, ჯაკა (71. ელნენი) - უოლკოტი, იოზილი, ივობი (71. ოქსლეიდ-ჩემბერლენი) - სანჩესი.
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 2-6; ჯარიმა: 2-3; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 10-18 (1-3); ბურთის ფლობა: 32%-68%; მაყურებელი: 20 982

ბომბარდირები
6 დიეგო კოშტა (ჩელსი)
5 სერხიო აგუერო (სიტი)
მაიკლ ანტონიო (ვესტ ჰემი)
რომელუ ლუკაკუ (ევერტონი)

მომდევნო ტური
15 ოქტომბერი:
ჩელსი-ლესტერი, არსენალი-სუონსი, ბორნმუთი-ჰალი, მანჩესტერ სიტი-ევერტონი, სტოკი-სანდერლენდი, ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი, კრ. პალასი-ვესტ ჰემი;

16 ოქტომბერი:
მიდლსბრო-უოტფორდი, საუთჰემპტონი-ბარნლი;

17 ოქტომბერი:
ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული