The Sun: ინგლისის ნაკრებს ალან პარდიუ გაწვრთნის

AutoSharing Option
The Sun-ს ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრებიდან მთავარ მწვრთნელ სემ ელარდაისის გათავისუფლების შემდეგ, გუნდს სათავეში "კრისტალ პალასის" ამჟამინდელი მწვრთნელი ალან პარდიუ ჩაუდგება.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ელარდაისის გათავისუფლება გადაწყვიტა.

ფეხბურთის ასოციაცია ასეთ გადაწყვეტილებას იმ ინფორმაციის გათვალისწინებით მიიღებს, რომელიც The Telegraph-ის ანტიკორუპციული გამოძიების შედეგად გაჩნდა. გამოძიების თანახმად, მწვრთნელი 400 000 ფუნტის სანაცვლოდ აზიელ აგენტს, სატრანფერო წესების გვერდის ავლით, ტრანსფერების განხორციელებაში დახმარებას სთავაზობდა.

- The Telegraph: სემ ელარდაისს ინგლისის ნაკრებიდან გაათავისუფლებენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული