რომან აბრამოვიჩი ზამთარში "ჩელსიში" სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

აბრამოვიჩი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა და შემადგენლობის გაძლიერება სურს, პირველ რიგში მას რამდენიმე ვეტერანის ტრანსფერზე დაყენება სურს.

საუბარი არის ბრანისლავ ივანოვიჩზე, რომელსაც კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ გუნდში დარჩენის საკითხი არის ოსკარსა და ნემანია მატიჩზე.

სავარაუდოდ სატრანსფერო სიაში მოხვდება ესპანელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასიც.

რაც შეეხება შენაძენებს, ზამთარში "ჩელსის" ცენტრალური მცველისა და თავდამსხმელის დამატება სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული