მსაჯმა მოედნის ნახევარი "ჩელსის" 30-მილიონიან ნახევარმცველზე უფრო სწრაფად დაფარა [PHOTO+VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურში ლონდონის "არსენალსა" და "ჩელსის" შორის გამართული მატჩის მთავარმა მსაჯმა მოედნის ნახევარი "ჩელსის" საყრდენ ნახევარმცველ ნგოლო კანტეზე უფრო სწრაფად დაფარა.

მატჩის 39-ე წუთზე ალექსის სანჩესი კანტეს გასცდა და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, შემდეგ მესუთ იოზილს უპასა და გერმანელმა "ჩელსის" მესამე გოლი გაუტანა.

The Times-მა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ "არსენალის" კონტრშეტევის დაწყების დროს მატჩის არბიტრი კანტეზე უკან იყო, მაგრამ იოზილისთვის გაკეთებული პასის მომენტში მან "ჩელსის" ფეხბურთელს გაუსწრო და სტუმართა გუნდის საჯარიმოში კანტეზე სწრაფად მივიდა.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ "ჩელსი" "არსენალთან" ანგარიშით
0:3 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კანტე საყრდენია და სისწრაფით ნამდვილად არ გამოირჩევა; არაფერია გასაკვირი იმაში,რომ უმაღლეს დონეზე მომზადებულმა არბიტრმა გაასწროს; აშკარად არასწორ ადგილზე ეძებთ სენსაციას - ჩვენი მსაჯების მომზადების დონით მსჯელობთ ალბათ.
ჯოი გაგა
10:07 27-09-2016
0

სიახლეები პოპულარული