სემ ელარდაისი ინგლისის ნაკრებში ჯონ ტერის დაბრუნებას არ გამორიცხავს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი ჯონ ტერი, შესაძლოა, ინგლისის ნაკრებში დაბრუნდეს. 35 წლის ცენტრალური მცველის ეროვნულ გუნდში მიწვევას მთავარი მწვრთნელი სემ ელარდაისი არ გამორიცხავს.

მისი თქმით, პირველ რიგში, ეს თავად ფეხბურთელის სურვილზეა დამოკიდებული.

"ჯონის ნაკრებში დაბრუნების გადაწყვეტილებას დიდწილად მისივე სურვილი განაპირობებს. თუკი ასეთი შესაძლებლობა მექნება, ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად დავუკავშირდები. ცოტა მოვიცადოთ და მალე ყველაფერი გაირკვევა", - თქვა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ტერიმ ეროვნულ გუნდში კარიერა ოთხი წლის წინ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან კონფლიქტის გამო დაასრულა. ინგლისის ნაკრებში ჩატარებულ 78 მატჩში ტერის ანგარიშზე
6 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული