"მანჩესტერ იუნაიტედმა" იბრაჰიმოვიჩის მაისურების გაყიდვებით უკვე 90 მლნ.ევრო მიიღო

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გუნდის ახალ ფორვარდ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მაისურების გაყიდვებიდან 1 კვირაში 90 მლნ.ევრომდე გამოიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ შვედი ფორვარდი ინგლისელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ შეუერთდა. ამ ყველაფერს თავად იბრაჰიმოვიჩიც ვარაუდობდა, რომელმაც შემდეგი რამ განაცხადა: "ვიცი, პოლ პოგბა ძვირი ღირს, მაგრამ მასში გადახდილ თანხას "მანჩესტერ იუნაიტედი" მალევე ჩემი გაყიდული მაისურებით დაიბრუნებს".

შეგახსენებთ, რომ ინგლისური გუნდი პოგბაში 100-110 მლნ.ევროს იხდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული