48 საათში ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი განხორციელდება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა უახლოესი 48 საათის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება.

The Guardian-ის ინფორმაციით, პოგბა 2 დღეში მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ინგლისური კლუბი კი მის სანაცვლოდ ფეხბურთის ისტორიაში რეკორდულ თანხას, 110 მლნ ევროს გადაიხდის. იმ შემთხვევაში, თუ "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ფრანგთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, ტურინელები დამატებით კიდევ 5 მლნ ევროს მიიღებენ.

რაც შეეხება პოგბას აგენტს, მას ტრანსფერიდან 20 მლნ ევრო ერგება.
ასევე დაგაინტერესებთ