ევრო 2016-ის სიმბოლური ნაკრების წევრი ჯო ალენი "სტოკში" გადავიდა

AutoSharing Option
"სტოკი" გაძლიერებას აგრძელებს. უცნაურიც კი გახლდათ, რომ აქამდე ეს კლუბი, რომელსაც ტრანსფერებში ფულის ხარჯვა უყვარს და თუნდაც მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი მოულოდნელი და საინტერესო ტრანსფერით გამოირჩა, წინა სეზონის დამთავრებიდან აქამდე პასიურობდა.

"ბრიტანიის" ბინადრებმა "ალ აჰლიდან" ნიჭიერი ეგვიპტელი ფეხბურთელი რამადან სობჰი დაიმატეს.

19 წლის მოთამაშე, ბონუსების ჩათვლით, გუნდს საბოლოოდ 5 მილიონი ფუნტი უნდა დაუჯდეს. რამადანს მშობლიურ კლუბში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა და მან აქამდე "ალ აჰლიში" 71 მატჩის ჩატარება მოასწრო.

მარკ ჰიუზის გუნდის მეორე შენაძენი ჯო ალენი გახდა,
რადგან ის სამედიცინო შემოწმების გასავლელად გახლდათ დაბარებული. იურგენ კლოპმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ 26 წლის ნახევარმცველი არ სჭირდება. ამიტომაც ჯომ ახალი თავშესაფრის ძიება დაიწყო და როგორც ხედავთ, ლოდინი დიდხანს არ მოუხდა.

ალენის უკან მიბრუნება მის ყოფილ გუნდ "სუონსის" სურდა, სადაც მან მოიპოვა კიდეც პოპულარობა და სადაც მშვენივრად ბურთაობდა, მაგრამ როგორც ჩანს, "სტოკის" ვარიანტი მას უფრო ხიბლავს.

სხვათა შორის, ალენმა წინა სეზონში ცოტა ითამაშა. ამის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე იმდენად კარგი გახლდათ, რომ ევრო 2016-ის სიმბოლურ ნაკრებშიც კი მოხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული