დევიდ მოიესი ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა

AutoSharing Option
"ევერტონის", "მანჩესტერ იუნაიტედის" და "სოსიედადის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა.

პრემიერლიგის ახალი სეზონიდან, მოიესი "სანდერლენდს" გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს. მოიესმა კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამ თანამდებობაზე 53 წლის შოტლანდიელმა სპეციალისტმა სემ ელარდაისი ჩაანაცვლა, რომელიც ინგლისის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული