მანჩესტერ იუნაიტედი-ბორუსია 1:4 - მხითარიანმა პირველად ყოფილ გუნდს გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შანხაიში სტარტი აიღო სეზონისწინა ამხანაგურმა ტურნირმა "ჩემპიონთა საერთაშორისო თასი", რომელშიც მსოფლიოს წამყვანი გუნდები მონაწილეობენ. ჩინურ ჯგუფში დორტმუნდის "ბორუსიამ" "მანჩესტერ იუნაიტედი" ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

22 ივლისს, "შანხაი სთედიუმზე" გამართულ მატჩში ანგარიში მე-19 წუთზე გოსნალო კასტრომ გახსნა, 36-ეზე კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გერმანული გუნდის უპირატესობა ორბურთიანი 11-მეტრიანით გახადა.

მეორე ტაიმში უსმან დემბელემ (57) ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, აქედან ორ წუთში კი "იუნაიტედმა" ერთი ბურთი გაქვითა - ამ გუნდის მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა ჰენრიხ მხითარიანმა, რომელიც ინგლისურ კლუბში სწორედ "ბორუსიადან" გადავიდა.

მატჩის
საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე კასტრომ დააფიქსირა, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

ჯგუფში მომდევნო მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედი" თანაქალაქელ "სიტისთან" 25 ივლისს ჩაატარებს. 28-ში კი "სიტისთან" "ბორუსია" ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული