ზლატან იბრაჰიმოვიჩი: დრო მოვიდა, მსოფლიომ შეიტყოს ამის თაობაზე

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა "პარი სენ-ჟერმენი", განაცხადა, რომ კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" აგრძელებს.

"დრო მოვიდა, მსოფლიომ შეიტყოს ამის თაობაზე. ჩემი მომავალი კლუბია "მანჩესტერ იუნაიტედი" - დაწერა ზლატანმა "ინსტაგრამზე".

სავარაუდოდ, ზლატანი ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს "იუნაიტედთან". მისი ანაზღაურება კვირაში 290 ათასი ევრო იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ