AS: "მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბაში 120 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, ტურნირის "იუვენტუსისა" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველ პოლ პოგბაში 120 მლნ ევრო გადაიხადოს. ამის შესახებ AS იუწყება.

როგორც ირკვევა, 23-წლის ჰავბეკის შეძენით ძალიანაა დაინტერესებული "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო.

წინა სეზონში პოგბამ "იუვენტუსის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 49 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა, ტურინულ კლუბთან კონტრაქტი კი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. საგულისხმოა, რომ ცნობილი პორტალი Transfermarkt.de ფეხბურთელს სულ რაღაც 70 მლნ ევროდ აფასებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგით რაა ფულია თუ ფუჩეჩი. ბიძინამ 3 მილიონი გადაიხადა უნიკალური ჯიშის ხეში და ეს მოსიარულე ხე საიდან ღირს ამდენი. ეტყობა ფულს ათეთრებენ ამ მეთოდით თორემ არც მესი და არც რონალდუც არ ღირან ეს ფასი. "მანჩესტერს" კი ისედაც ეტყობა ამ ბოლო დროს რომ რელსებიდან ამოვარდნილია და თავი ბოლო ვერ გაუგია.
.........
16:47 25-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული