ხუან მატა, შესაძლოა, "ბარსელონაში" გადავიდეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა ნახევარმცველმა ხუან მატამ კარიერა, შესაძლოა, "ბარსელონაში" გააგრძელოს.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, "იუნაიტედის" ახალ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ესპანელის თავის გუნდში ხილვა არ სურს. ამიტომ მანკუნიანელები ზაფხულში მატას გაყიდვას ეცდებიან. პორტუგალიელმა ერთხელ უკვე გაუშვა მატა გუნდიდან, როცა ის ლონდონის "ჩელსის" წვრთნიდა.

"ბარსელონა" წინა წელსაც ინტერესდებოდა მატათი, მაგრამ მაშინ ფეხბურთელის გაფორმება ვერ მოხერხდა, ახლა კი ეს სავსებით რეალური ჩანს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას ეს მანჩესტერმა. ეს ფეხბურთელი უდიდესი საგანძურია . ამ სეზონში 11 გოლი და უამრავი საგოლე პასი გააკეტა. მარტო ვოლვსბურგთან გაკეთებული საოცარი საგოლე პასის გამო დავტოვებდი. ყველა სეზონში ამტკიცებს მაღალ დონეს.
chemi azrit
11:11 01-06-2016
0
სკამისთვის უნდა
Akaki
19:14 31-05-2016
0

სიახლეები პოპულარული