"სქაი": ჟოზე მოურინიო "მანჩესტერის" მწვრთნელია

AutoSharing Option
"სქაი სპორტსის" ინფორმაციით, ჟოზე მოურინიომ უკვე გააფორმა კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან". წყაროს მტკიცებით, გუშინ ლონდონში "განსაკუთრებული" "იუნაიტედის" ბოს ედ ვუდვორდს შეხვდა და ხელიც მოაწერა კონტრაქტს.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერმა" წინა კვირას მოხსნა ლუი ვან გაალი, მას მერე, რაც კლუბმა ჰოლანდიელის თავკაცობით ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო. ის, რომ ჟოზე "მანჩესტერის" თავკაცია, ოფიციალურად დღეს გამოცხადდება.

"მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა განაცხადა, რომ მოურინიოსთვის "იუნაიტედის" გაწვრთნა კარიერაში ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება.

ამასობაში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მან უკვე დაწერა თავისი მომავალი - გადაწყვეტილება მიიღო. თან
იბრამ დაურთო, რომ: "თუ გამარჯვების მენტალიტეტიანი გუნდი გინდა გყავდეს, ჟოზე მოურინიო უნდა მიიწვიო".

დიდი ალბათობით, პსჟ-ის ვარსკვლავი კარიერას სწორედ "მანჩესტერში" გააგრძელებს. "გარდიანის" ცნობით, იბრას "მანჩესტერში" კვირაში 290 ათასი ევრო მოუთხოვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მორინიოს შედეგი (ალბათ) ექნება მანჩესტერში მაგრამ ეს გუნდი მის ხელში ვერასოდეს აჩვენებს დიდ ფეხბურთს როგორსაც გულსემატკივრები მიჩვეული იყვნენ ფერგისონის დროს,,,,, არც იბრაგიმოვიჩი ითამაშებს იმ დონეზე როგორც პსჟ-ში
joze
13:06 27-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული