პრემიერლიგა. XXXVI ტური: "არსენალი" იმარჯვებს, ფანები აპროტესტებენ

AutoSharing Option
30 აპრილს ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

ლონდონის "არსენალმა" 1:0 დაამარცხა "ნორვიჩი" და მესამე ადგილზე გადავიდა. გამარჯვების გოლი დენი უელბეკმა გაიტანა. "არსენალი" 3 ქულით უსწრებს "სიტის", რომელსაც თამაში რეზერვში აქვს.

არსენ ვენგერი (არსენალი): "დღეს ტრიბუნებზე უცნაური სიტუაცია იყო. ზოგი აპროტესტებდა, მაგრამ ძირითადად გუნდს მხარს უჭერდნენ. ვფიქრობ, ფანებს ეგონათ, რომ ტიტულისთვის ბრძოლა შეგვეძლო და, როცა მიზანს ვერ მივაღწიეთ, იმედგაცრუებულნი არიან. მე ამას მთლიანად ვიზიარებ".

"არსენალის" ფანებს ჰქონდათ გამოტანილი ბანერი, სადაც ეწერა: "12 წელი ვენგერი - მხოლოდ თავის მართლებები, 9
თვე რანიერი - ჩემპიონობა". მწვრთნელის წინააღმდეგ აპროტესტებდნენ ლივერპულშიც, სადაც "ევერტონი"-"ბორნმუთის" მატჩისას სტადიონის თავზე გადაიფრინა თვითმფრინავმა წარწერით - რობერტო მარტინესს წადი.

უოტფორდი-ასტონ ვილა 3:2
გოლები: 0:1 კლარკი (28), 1:1 აბდი (45), 1:2. ჯ. აიუ (48), 2:2 დინი (90), 3:2 დინი (90)
გაძევება: სისოხო (73. ასტონ ვილა)

ევერტონი-ბორნმუთი 2:1
გოლები: 1:0 კლევერლი (7), 1:1 პიუ (9), 2:1 ბეინესი (64)

ნიუკასლი-კრ. პალასი 1:0
გოლი: 1:0 თაუნსენდი (58)

სტოკი-სანდერლენდი 1:1
გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (50), 1:1 დეფო (90-პენ)

ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი 0:3
გოლები: 0:1 კუიატე (34), 0:2 ნოუბლი (45), 0:3 ნოუბლი (79)

არსენალი-ნორვიჩი 1:0
გოლი: 1:0 უელბეკი (59)

კვირა. 1 მაისი
სუონსი-ლივერპული 15:00
მანჩესტერი-ლესტერი 17:05
საუთჰემპტონი-სიტი 19:30

ორშაბათი. 2 მაისი
ჩელსი-ტოტენჰემი 23:00

1. ლესტერი - 76 ქულა; 2. ტოტენჰემი - 69; 3. არსენალი - 67; 4. სიტი - 64; 5. ვესტ ჰემი - 59.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული