გიჟური შეთავაზება: ჩინური კლუბი რუნის წელიწადში 100 მლნ ევროს სთავაზობს!

AutoSharing Option
ჩინურმა კლუბმა "შანხაი ტელეისმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერს, უეინ რუნის გიჟური შეთავაზება გაუკეთა.

DailyMail-ის ინფორმაციით, ჩინური კლუბი ინგლისელი ფორვარდისთვის წელიწადში 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, თუ რუნი სამწლიან კონტრაქტს დათანხმდება.

თუ რუნი ამ შეთავაზებას დათანხმდა, ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება მსოფლიოში.