გრიზმანი - "მანჩესტერ იუნაიტედში", მატა - "ატლეტიკოში"

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი ფორვარდის ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდება.

როგორც The Sun-ი იტყობინება, 24 წლის ფრანგი ჟოზე მოურინიოს ინტერესებში შედის, რომელიც, დიდი ალბათობით, მანკუნიანელებს ახალი სეზონიდან ჩაიბარებს.

ამასთანავე, "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველი ხუან მატა, შესაძლოა, გრიზმანის სანაცვლოდ "ატლეტიკოში" გადაბარგდეს.

ინგლისური გუნდი მზადაა ესპანელი გუნდიდან გაუშვას, რამდენადაც მისსა და მოურინიოს შორის ძველი კონფლიქტი კვლავაც არსებობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული