სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
გადაწყდა: ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
AutoSharing Option
02:26 21-02-2016
ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც სერია A-ს 26 ტურის შეხვედრას დაესწრო, სადაც ერთმანეთს მილანის "ინტერი" და "სამპდორია" დაუპირისპირდნენ, მომდევნო სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედს" უთავკაცებს.

ამის შესახებ შეხვედრის დაწყებამდე დღეს კომენტარი "ინტერის" დირექტორმა ბედი მორატიმ გააკეთა, რომელშაც ჟურნალისტებმა პორტუგალიელის "ინტერში" შესაძლო დაბრუნებაზე ჰკითხეს.

"ჟოზე ფანტასტიური ადამიანია, მაგრამ მისი მომავალი უკვე გადაწყვეტილია. ის ძალიან ბედნიერია, რადგან ახალი სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გახდება", - განაცხადა ბედიმ.

"ინტერმა" კი "სამპდორიას" 3:1 მოუგო და სატურნირო ცხრილში 48 ქულით მეოთხე ადგილზეა.
C C C P ...
19:54 21-02-2016
არაფერს არ უშველის ეს ამპარტავანი კაცი...ჩააყენებს მთელს გუნდს დაცვაში და წავიდა სვარკაა...სანამ რაიან გიგზი არ იქნება მთავარი მწვრთნელი მანამდე ასე იქნება ხან მიტდიულანდი მოგვიგებს ხან ოზურგეთის მერცხალი და ნატანების ნარინჯი
kutaisski MU fan
17:39 21-02-2016
ისე ჯობდა ბრიტანელი ახალგაზრდა ამბიციური მწვრთნელი მოეყანათ ედი ჰაუ,ან ალან პარდიუ, მარკ ჰიუზი,ტონი პულისი. როდესაც ჟოზე მოვა, დაიწყოს გუნდის გასუფთავება უსაქმური უცხოელებისაგან: ფელაინი, მემფისი, მარციალი,რომერო, როხო, მატაც შეიძლება მიაყოლო,იანუზაი, პერეირა. რა თანხები გადაყარეს ამათში ტყუილად, ასტრონომიული ხელფასებიც აქვთ, ამ ფულით მოეყვანათ ბრიტანელი ბიჭები, გენეტიკურად მებრძოლები, თავდადებულები, კლუბის და ქვეყნის პრესტიჟს რო გაუფრთხილდებიან, მაგალითად ბეინსი, ბარკლი, კოულმენი, ნეისმითი, ვარდი, ქოლბეკი, ოლბრაიტონი, დრინკუოტერი, ბრეიდი, რამდენი ერთი ჩამოვთვალო. გული მწყდება, რო მანჩესტერი ქუჩის ფეხბურთს თამაშობა, არანაირი ბრძოლა, იმპროვიზაცია, არცერთი სელექციონერი გუნდში გასაჩერებელი არარის.