ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი შესაძლოა ჩინეთში წავიდეს

AutoSharing Option
ლოიკ რემიმ კარიერა შესაძლოა, ჩინეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. ფრანგი თავდამსხმელი ბოლო პერიოდში პრემიერლიგაში სტაბილურ სათამაშო ნდობას ვერაფრით იღებს და მანაც ფინანსური სარგებლის ნახვა გადაწყვიტა.

"ჩელსი" წინააღმდეგი არ არის, რემის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო ჩაიჯიბოს, რომელსაც "შანხაი შენხუა" იხდის. რემის ახლა ჩინურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები დარჩა შესათანხმებელი.

29 წლის თავდამსხმელს წელიწადში 9 მილიონის გამომუშავება სურს, პოტენციური ახალი გუნდი კი წელიწადში 7 მილიონს სთავაზობს, პლუს ბონუსებს.

აქვე იმის თქმაც შეგვიძლია, რომ ჭორებს თუ ვენდობით, "ჩელსის" უფროსობა ედენ აზარის გაშვებას წარმოუდგენლად აღარ თვლის
და, თუ კარგი გადამხდელი იქნება... აზარის მსურველები კი მადრიდის "რეალი" და "პარი სენ-ჟერმენი" არიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული