პრემიერლიგა. XXV ტური: გიჟური ლიგა - "ლესტერმა" "ლივერპულს" "სიტიც" მიაყოლა [VIDEO]

AutoSharing Option
6 თებერვალს ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურის 8 შეხვედრა გაიმართა.

დიდი ხანია, რაც "ლესტერ სიტი" აღარ ხუმრობს, თუმცა ინგლისური გრანდები, როგორც ჩანს, ამას ჯერ ვერ მიხვდნენ - კლაუდიო რანიერის გუნდმა მანჩესტერში "სიტის" 3:1 აჯობა!

უკვე მესამე წუთზე გაიტანა რობერტ ჰუთმა, რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, თავისი გოლი გაიტანა რიად მაჰრეზმა, "სიტის" გოლი კი ოდენ პრესტიჟისა იყო, მისი ავტორი სერხიო აგუეროა. ახლა "ლესტერი" "სიტის" უკვე 6 ქულით უსწრებს, თუმცა მეორე ადგილზე უკვე "ტოტენჰემია".

კლაუდიო რანიერი (ლესტერი): "საგიჟეთია, ნამდვილად გიჟური პრემიერლიგაა. აქ მოსაგებად
ჩამოვედით და სწრაფი გოლი გავიტანეთ. ახლა მთავარია, ბიჭებმა ძალები მალე აღიდგინონ, რადგან აქ ძალიან დიდი ენერგია დახარჯეს. ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ არავინ გვავალებს ჩემპიონობის მოპოვებას, ჩვენ სიამოვნებისთვის ვთამაშობთ".

მანუელ პელეგრინი (სიტი): "საჩივარი არ მაქვს, "ლესტერმა" დამსახურებულად მოგვიგო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველი გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან. ჩვენ დღეს არაფერი გამოგვივიდა, მაგრამ წინ კიდევ 36 ქულაა გასანაწილებელი და არაფერია დასრულებული".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
იურგენ კლოპის "ლივერპულმა" შინ ვერ მოუგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "სანდერლენდს", რომელსაც 82-ე წუთისთვის 2:0-ს უგებდა! ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, ჯერ რობერტო ფირმინომ და ადამ ლალანამ გაახარეს ფანები, მაგრამ შემდეგ ადამ ჯონსონმა და ჯერმეინ დეფომ გაათანაბრეს - 2:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

10 კაცით მოთამაშე "საუთჰემპტონმა" შინ 1:0 დაამარცხა "ვესტ ჰემი", გამარჯვების გოლი იაპონელმა მაია იოშიდამ გაიტანა.

სიტი-ლესტერი 1:3
გოლები: 0:1 ჰუთი (3), 0:2 მაჰრეზი (48), 0:3 ჰუთი (60), 1:3 აგუერო (87)

სუონსი-კრ. პალასი 1:1
გოლები: 1:0 სიგურდსონი (13), 1:1 დანი (47)

სტოკი-ევერტონი 0:3
გოლები: 0:1 ლუკაკუ (11-პენ), 0:2 კოულმენი (28), 0:3 ლენონი (42)

ასტონ ვილა-ნორვიჩი 2:0
გოლები: 1:0 ლესკოტი (45), 2:0 აგბონლაჰორი (51)

ლივერპული-სანდერლენდი 2:2
გოლები: 1:0 რ. ფირმინო (59), 2:0 ლალანა (70), 2:1 ა. ჯონსონი (82), 2:2 დეფო (89)

ტოტენჰემი-უოტფორდი 1:0
გოლი: 1:0 ტრიპიერი (64)

ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი 1:0
გოლი: 1:0 მიტროვიჩი (32)

საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი 1:0
გოლი: 1:0 იოშიდა (9)
გაძევება: ვანიამა (54. საუთჰემპტონი)

1. ლესტერი - 53 ქულა; 2. ტოტენჰემი - 48; 3. სიტი - 47; 4. არსენალი - 45; 5. მანჩესტერი - 40.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან,ძალიან მაინტერესებს რამდენი აქვს ბიუჯეტი ლესტერს....ანუ,თუ გული გულობს.....
sake
13:12 07-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული