"ლივერპული" ტეიშეირას სანაცვლოდ "შახტარს" 32 მილიონ ევროზე მეტს შესთავაზებს

AutoSharing Option
მერსესაიდული "ლივერპული" მზადაა დონეცკის "შახტარს" ბრაზილიელი ნახევარმცველის ალექს ტეიშეირას სანაცვლოდ იმაზე მეტი შესთავაზოს, ვიდრე ეს თავდაპირველად ქნა.

აღნიშნულ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ინგლისური კლუბი ბრაზილიელის სანაცვლოდ დონეცკელებს 32 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა უკრაინულ გუნდს ტეიშეირას გაყიდვა 50 მილიონ ევროდ სურს.

წყაროს ინფორმაციით, მერსესაიდული გუნდის ხელმძღვანელობა გაზრდის თავის შემოთავაზებას, მაგრამ რამდენამდე, ჯერჯერობით უცნობია.

26 წლის ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 22 გატანილი გოლით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული