როგორი იქნება ახალი "სტემფორდ ბრიჯი"

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობამ ახალი სტადიონის მაკეტი წარადგინა, რომელიც ამჟამინდელი არენის - "სტემფორდ ბრიჯის" ადგილას აშენდება.

კლუბი გარანტიას იძლევა, რომ ტრიბუნებიდან მინდვრის ხილვადობა უკეთესი იქნება, გაუმჯობესდება მეტრომდე მისასვლელი გზები. აგრეთვე, "ლურჯები" გააუმჯობესებენ არენის ლოჯისტიკას, რათა ფანებმა უფრო სწრაფად მიაღწიონ სტადიონამდე მანქანით.

თუ ხელისუფლებასთან ყველა გეგმის შეთანხმება მოხერხდა, მშენებლობა 2015-16 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება.

"ჩელსი" "სტემფორდ ბრიჯზე" 1905 წლიდან გამოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული