ლონდონის "არსენალს" მაურო იკარდი სჭირდება

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" არგენტინელი კაპიტანი მაურო იკარდი, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლონდონის "არსენალში" გადავიდეს.

ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Football Italia ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ლონდონელები დენი უელბეკის შემცვლელს საჭიროებენ და მზად არიან, მილანელებს არგენტინელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო შესთავაზონ.

მიმდინარე სეზონში იკარდიმ 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 4 გოლის გატანა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ინტერი ამის გამშვები ნაღდად არ არის :) ჯერ ერთი რომ ის ინტერის კაპიტანია და ინტერის მომავალი და მერე მეორე ინტერში ერთ ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელია.
ირაკლი
10:46 28-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული