ლონდონის "არსენალს" ნახევარმცველი სჭირდება

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნახევარდაცვის გაძლიერებას შეეცდება.

როგორც Daily Mail-ი იტყობინება, ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა უკვე შეადგინა იმ ფეხბურთელთა სია, ვის ხილვასაც თავის გუნდში ზამთარში ისურვებდა.

წყაროს ინფორმაციით, "არსენალისთვის" პრიორიტეტი "სპორტინგის" ნახევარმცველი ვილიან კარვალიო იქნება. მის გარდა, ლონდონელთა ინტერესის სფეროში "ლევერკუზენიდან" ლარს ბენდერი, "სევილიადან" გჟეგოჟ კრიხოვიაკი, "ლაციოდან" ლუკას ბილია და "ნიცადან" ნამპალი მენდი მოხვდნენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარემ დზალამიდზე იყიდე სად ნახულობ ეგეტ ფეხბურტელებს ვააააააა
:D
kulonga
19:46 24-11-2015
0

სიახლეები პოპულარული