ანტუან მარსიალი პრემიერლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

AutoSharing Option
ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი ანტუან მარსიალი პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, იტყობინება Sky Sports-ი.

ჯილდო მარსიალს აგვისტო-სექტემბრის ხმის მიცემის შედეგად გადაეცა, რომელშიც მონაწილეობას გულშემატკივრები იღებდნენ.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თავდამსხმელმა პირველ სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ასევე, "სანდერლენთან" მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული