"მანჩესტერ იუნაიტედი" რამოსის სანაცვლოდ "რეალს" დე ხეას და 30 მლნ ევროს სთავაზობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედს" მადრიდის "რეალის" მცველის, სერხიო რამოსის გადაბირება სურს და მზადაა, ტრანსფერში მეკარე დევიდ დე ხეაც ჩართოს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზადაა, ესპანეთის ნაკრების მცველის სანაცვლოდ "რეალს" დე ხეა და 30 მლნ ევრო შესთავაზოს.

სავარაუდოდ, "მანჩესტერ იუნაიტედში" რამოსის ხელფასი წელიწადში 12 მლნ ევრო იქნება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელმა უკვე მიიღო "რეალის" ამ ზაფხულს დატოვების გადაწყვეტილება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული