"ნიუკასლ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად სტივ მაკლარენი დაინიშნა

AutoSharing Option
"ნიუკასლ იუნაიტედმა" მთავარ მწვრთნელად სტივ მაკლარენი დანიშნა. ეს ამბავი არც მოულოდნელი გახლდათ და არც გასაკვირი, რადგან ფაქტობრივად, წინასწარ იყო დაანონსებული და გარდა ამისა, ჯორდები დიდი ხანი ცდილობდნენ 54 წლის სპეციალისტის "სენტ ჯეიმს პარკზე" მიყვანას.

მაკლარენი ბოლოს "დერბი ქაუნთიში" მუშაობდა და სეზონის ბოლო მონაკვეთის ჩაგდებისა და უპირატესობის გაფლანგვის გამო "ცხვრები" პრემიერლიგაში ვერ ამოიყვანა, რისთვისაც გაუშვეს კიდეც, მაგრამ თავად, როგორც ხედავთ, უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე (2006-07 წლებში) იგი ინგლისის ნაკრებსაც ედგა სათავეში.

"კაჭკაჭებთან" მაკლარენმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კიდევ 5-ით
გახანგრძლივების პერსპექტივით.

უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელთა ნაწილის ვინაობა, ვის დამატებასაც მაკლარენი შეეცდება. ესენი არიან - "ფეიენოორდის" ჯორჯინიო ვეინალდუმი, "ჩელსის" მარკო ვან გინკელი, რომელიც ლონდონელებს "მილანში" ჰყავდათ განათხოვრებული, "პორტუს" ბრუნო მარტინს ინდი და "სპარტაკის" ნახევარმცველი ქუინსი პრომესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული