ნოელ გალაჰერი: დავიდ სილვას ჩემს ცოლთან სექსის ნებასაც დავრთავ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" დიდმა გულშემატკივარმა, ჯგუფ "ოაზისის" ექსსოლისტმა ნოელ გალაჰერმა განაცხადა, რომ საყვარელი გუნდის წარმატებული თამაშისთვის ბევრ რამეზეა წამსვლელი. მუსიკოსის თქმით, ის იმდენადაა დავიდ სილვას თამაშით აღფრთოვანებული, რომ ესპანელ ფეხბურთელს თავის ცოლთან სექსის ნებასაც კი დართავდა.

NBC-ის შოუში გამოსვლისას გალაჰერს ჰკითხეს, თუ ვინაა მისი საყვარელი ფეხბურთელი. მან ასეთებად სილვა, იაია ტურე და სერხიო აგუერო დაასახელა, შემდეგ კი დასძინა: "სილვას ჩემს ცოლთან სექსით დაკავების ნებასაც მივცემდი. ხუან მატა? ეგ ჭირსაც წაუღია".

ცნობისთვის, ნოელ გალაჰერის ცოლი შოტლანდიელი პუბლიცისტი სარა მაკდონალდია.
ასევე დაგაინტერესებთ