ნოელ გალაჰერი: დავიდ სილვას ჩემს ცოლთან სექსის ნებასაც დავრთავ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" დიდმა გულშემატკივარმა, ჯგუფ "ოაზისის" ექსსოლისტმა ნოელ გალაჰერმა განაცხადა, რომ საყვარელი გუნდის წარმატებული თამაშისთვის ბევრ რამეზეა წამსვლელი. მუსიკოსის თქმით, ის იმდენადაა დავიდ სილვას თამაშით აღფრთოვანებული, რომ ესპანელ ფეხბურთელს თავის ცოლთან სექსის ნებასაც კი დართავდა.

NBC-ის შოუში გამოსვლისას გალაჰერს ჰკითხეს, თუ ვინაა მისი საყვარელი ფეხბურთელი. მან ასეთებად სილვა, იაია ტურე და სერხიო აგუერო დაასახელა, შემდეგ კი დასძინა: "სილვას ჩემს ცოლთან სექსით დაკავების ნებასაც მივცემდი. ხუან მატა? ეგ ჭირსაც წაუღია".

ცნობისთვის, ნოელ გალაჰერის ცოლი შოტლანდიელი პუბლიცისტი სარა მაკდონალდია.
მკითხველის კომენტარები / 10 /
დავიდ სილვასაც ჰკითხეთ უნდა მაგის ცოლთან სექსი?
giorgi
17:05 07-05-2015
0
თქვენ რა ყველაფერს პირდაპირ იგებთ. ეს იმ წრის ადამიანებისათვის რიგითი ხუმრობაა, როგორც ჩვენთან "შედი ქალო ბუტკაში". ისე, ქალი მარტლა კარგია.
2015
16:36 07-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული