ასოციაციის თასი: ლონდონის "არსენალი" ფინალშია

AutoSharing Option
18 აპრილს ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა - "უემბლიზე" ლონდონის "არსენალი" ჩემპიონშიპის "რედინგს" დაუპირისპირდა და დამატებით დროში მოუგო - 2:1.

39-ე წუთზე მესუთ იოზილის პასით ალექსის სანჩესმა გაიტანა, მაგრამ 54-ე წუთზე წონასწორობა აღდგა - პაველ პოგრებნიაკის პასით გარეთ მაკლირიმ გაათანაბრა - 1:1.

დაინიშნა დამატებითი ტაიმები, 105-ე წუთზე ალექსის სანჩესმა დუბლი შეასრულა და "არსენალი" თასის ფინალში გაიყვანა.

ასე რომ, "არსენალი" ზედიზედ მეორე წელია, გადის თასის ფინალში. მისი მეტოქე "ასტონ ვილას" და "ლივერპულის" წყვილის გამარჯვებული იქნება, ეს თამაშიც "უემბლიზე" გაიმართება -
19 აპრილს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული