ვინ არის იდეალური მწვრთნელი, ბრიტანელი ფეხბურთელების აზრით

AutoSharing Option
ბრიტანეთში ფეხბურთელების სპეციალური გამოკითხვა ჩატარდა, რომლის მიზანიც "იდეალური მწვრთნელის" გამოვლენა იყო.

სულ ამ კვლევაში ინგლისის პრემიერლიგის, ჩემპიონშიპისა და შოტლანდიის უმაღლესი ლიგის 123-მა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხულთა 48%-მდე ხმა ჟოზე მოურინიოს მისცა (ჩელსი). მორე ადგილზე 31%-ით ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი) გავიდა. მესამე ადგილი არსენ ვენგერმა (არსენალი) დაისაკუთრა, მეოთხე-მეხუთეზე კი სემ ალარდაისი (ვესტ ჰემი) და იურგენ კლოპი (დორტმუნდი) მოხვდნენ 6-6 პროცენტით.

ხმების 1% წილად ინგლისის ნაკრების თავკაცს, როი ჰოჯსონს ერგო. კარლო ანჩელოტის, დიეგო სიმეონეს, ანტონიო კონტეს ბრიტანეთში მოთამაშე ფეხბურთელები აშკარად არ სწყალობენ.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული