ლუი ვან გაალს ილქაი გიუნდოგანის შეძენა ისევ სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი დაინტერესება დორტმუნდის "ბორუსიის" ნახევარმცველით, ილქაი გიუნდოგანით. როგორც "ბილდი" წერს, მანჩესტერელთა წინადადება თავად ფეხბურთელსაც აინტერესებს, რადგან ინგლისში თამაშის სურვილი აქვს.

როგორც იცით, უფრო ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ "ბორუსია" ახლოს არის გიუნდოგანის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან და ეს გარიგება, თითქოს, რურის დერბის წინ უნდა გამოცხადებულიყო. ასევე იტყობინებოდნენ, რომ ნახევარმცველის შეძენის სურვილი "ბარსელონასაც" აქვს. რაც შეეხება გიუნდოგანის მოქმედ ხელშეკრულებას "ბორუსიასთან", ის 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული